USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
GWP- 24-25 იანვარს ნაძალადევის რაიონის უმეტეს ნაწილს სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდება
Date:  

ხვალ, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილისა და დადიანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ჯივიპი ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებს დაამონტაჟებს, რაც წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას, ასევე ქსელზე დაზიანების შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალისა და დროის შემცირებას უზრუნველყოფს. 

კომპანაიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 24 იანვარს დილის 11:00 საათიდან 25 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ნაძალადევის რაიონში:

ხვალ, 24/01 ბეჟანიშვილისა და დადიანის ქ. კვეთაზე, ქსელზე ჩამკეტი ურდულები დამონტაჟდება. წყალი შეგიწყდებათ 24/01 11:00-დან 25/01 08:00 სთ-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: გურამიშვილის გამზირის N1- N 27(კენტები), N 2- N 30(ლუწები), ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323(კენტები), N 18- N 160(ლუწები), ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, საყვირის, ლომთათიზის, ჭოპორტის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას,მახალდიანის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის, ლალიონის, ვეშაპურის, ხუდადოვის ქ. N2-50 (ლუწები), დეპოს ქუჩებს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way