USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა
Date:  1002

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით, COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

მათივე ცნობით, კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან- ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.

საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ კი 625,537 ლარი შეადგინა. ამასთან, მხოლოდ ნოემბერში დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც IDFI-ში აცხადებენ, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე COVID-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.

„გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. ვთვლით, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რათა მოხდეს მეტი კონკურენციის უზრუნველყოფა",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია შესყიდვების სააგენტოს რეკმენდაციით მიმართვს, რათა მან უზრუნველყოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ღია, დამუშავებად ფორმატში განთავსება. გარდა ამისა, სააგენტომ COVID-19-თან დაკავშირებული შესყიდვები ცალკე საფუძვლად უნდა გამოყოს ან მსგავსი შესყიდვების შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება უზრუნველყოს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way