USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
WHO: COVID-19-ის ხელოვნურად წარმოშობის შესახებ განცხადებები სპეკულაციაა
дата:  1207

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან COVID-19-ის ხელოვნურად შექმნის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და კვლავინდებურად მიიჩნევენ, რომ ვირუსს ბუნებრივი წარმოშობა აქვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

“როგორც ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დადასტურებულ მონაცემს ეყრდნობა, გვსურს, მივიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია ვირუსის წარმოშობის შესახებ, რადგან ეს მნიშვნელოვანია და ეხება საზოგადოების ჯანმრთელობასა და სამომავლო კონტროლს. აშშ-ის მთავრობისგან ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ მონაცემებზე დაფუძნებული არავითარი მტკიცებულება მიგვიღია. ჩვენი ხედვაა, რომ ეს ისევ სპეკულაციაა. თუ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, მაშინ აშშ-ის გადასაწყვეტი იქნება, ვის და როდის გაუზიარებენ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნა რაიანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა და ამის დამალვა სცადა. აქედან გამომდინარე, აშშ-ში განიხილავენ ვერსიას, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან მოდის.

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати