USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«TRT - Turkish Radio and Television» (თურქეთი): „თურქეთის შავიზღვისპირა აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა: ართვინიდან და ტრაპიზონიდან - საქართველოში“
Date:  557

თურქული სახელმწიფო ტელეკომპანია TRT (Turkish Radio and Television) ავრცელებს ინფორმაციას სათაურით „თურქეთის შავიზღვისპირა აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა“, რომელშიც საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონიდან (რომელიც 1921 წლამდე საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენლობაში შედიოდა) უცხოეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გატანის მაჩვენებლებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

საექსპორტო შემოსავალმა ტრაპიზონიდან, რიზედან, ართვინიდან და გუმუშჰანედან მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 554 მილიონ 612 ათას 362 დოლარს მიაღწია.

როგორც აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის აჰმედ ჰამდი გურდოღანის წერილობით განცხადებაში ნათქვამი, ექსპორტი რეგიონიდან 11 თვეში 24 პროცენტით გაიზარდა.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი ექსპორტი იყო თხილი (723 მილიონ 415 ათას 736 დოლარი), აკვაკულტურა და მეცხოველეობის პროდუქტები (238 მილიონ 615 ათას 817 დოლარი), ლითონები (179 მილიონ 375 ათას 999 დოლარ), ახალი ხილი და ბოსტნეული (162 მილიონ  404 ათას 103 დოლარი), ქიმიკატები (37 მილიონ 861 ათას 778 დოლარი) და ა.შ.

აჰმედ გურდოღანმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში რეგიონის პროდუქცია ექსპორტირებულ იქნა 146 ქვეყანაში. მისივე თქმით, რეგიონიდან ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, საქართველოში და ჩინეთში განხორციელდა.

წყარო: https://www.trt.net.tr/azerbaycan/iqtisadiyyat/2024/12/04/s-rqi-qarad-nizin-2024-cu-ilin-yanvar-noyabr-dovru-ixracati-2216635

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way