USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«TRT - Turkish Radio and Television Corporation» (თურქეთი): „თურქეთ-ირანის ურთიერთობა და იბრაჰიმ რაისის ვიზიტი თურქეთში”
თარიღი:  

თურქეთის სახელმწიფო რადიოტელეკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთ-ირანის ურთიერთობა და იბრაჰიმ რაისის ვიზიტი თურქეთში”, რომელშიც განხილულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ორი დიდი და ძლიერის მეზობლის - თურქეთისა და ირანის ურთიერთობის საკითხები.

 „ამ ორიდე დღის წინათ, 24-25 იანვარს, თურქეთს ეწვია ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, მინისტრებისა და სხვა მაღალი დონის ჩინოვნიკების მრავალრიცხოვანი დელეგაციის შემადგენლობით. ვიზიტი, რომელიც შედგა იმ დროს, როდესაც ანკარა-თეირანის ურთიერთობები ტრადიციულ კონკურენციასა და თანამშრომლობას შორის იყო და რეგიონულ საკითხებს რომლის გადადება არ შეიძლებოდა, აჩვენებს, რომ ორი ქვეყანა ღიაა დიალოგისთვის, პრობლემებისა და შესაძლებლობების საერთო შეხედულებებზე. იბრაჰიმ რაისის ვიზიტი დაიგეგმა  2023 წლის პირველ თვეებში, რომელიც სამჯერ მაინც გადაიდო. ბოლო გადადება ქერმანში მომხდარი ტერაქტის გამო მოხდა. თუმცა, იბრაჰიმ რაისის ჩამოსვლა ანკარაში ამ თავდასხმიდან, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ირანული მხარე ვიზიტს“, - ნათქვამია პუბლიკაციის სარედაქციო შესავალში.

გთავაზობთ ანკარის ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

„მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვა აქვს, მათ ასევე აქვთ საერთო ინტერესები ბევრ საკითხში. ასეთი ვიზიტები მიზნად ისახავს საერთო დამოკიდებულებებისა და მიდგომების მაქსიმალურად გაზრდას და განსხვავებების მართვად დონემდე შემცირებას. ვიზიტის მნიშვნელობას, ორი ქვეყანის მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები და ანალიზებიც ცხადყოფს.

ამ ვიზიტის დროს, თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მერვე შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკონომიკის კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. როგორც ჩანს, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკა, სასაზღვრო ზონებში ვაჭრობა, საბაჟო კანონმდებლობა და ორმხრივი ინვესტიციები, განსაკუთრებით ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის მეჰმედ შიმშექის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარისა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ჰაფიზე გაიე ერქანის ყოფნა თურქულ მხარეს, გვიჩვენებს მოლაპარაკებების მნიშვნელობას ეკონომიკური თვალსაზრისით.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, რეგიონული საკითხებიც იქნა განხილული, მათ შორის სამხრეთ კავკასიის, პალესტინის, სირიის, ერაყის, იემენის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის. შეხვედრებზე თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაქან ფიდანის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიქაიას, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერის და MİT-ის პრეზიდენტის იბრაჰიმ ქალინის ყოფნა აჩვენებს, რომ რეგიონულ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იქნა განხილული. ამ საკითხებს შორის, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ორივე ქვეყანას ეხება, არის ტერორიზმის საკითხი, რომელიც საერთო საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ შევეხეთ PKK/PYD/YPG-სა და PJAK-ის წინააღმდეგ ირანთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას“. ირანის პრეზიდენტმა კი ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმს რეგიონის გარეთ არსებული ძალები კვებავენ და იყენებენ. რაისის თქმით, ამ ეტაპზე ვლინდება რეგიონალური ქვეყნების ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობა, რათა შეზღუდონ ექსტრარეგიონული ძალების ეფექტი.

ვიზიტის კონკრეტული შედეგი, ორ ქვეყანას შორის 10 სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებების გაფორმება გახლდათ. ეს შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს ბევრ სფეროს, განსაკუთრებით ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, კომუნიკაციას, კულტურას, მრეწველობას, ტექნოლოგიას, უსაფრთხოებასა და ენერგეტიკას, ხელი მოაწერეს მხარეთა შესაბამისი უმაღლესი დონის ერთეულების წარმომადგენლებმა. ვიზიტის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა ვაჭრობის მოცულობის, 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა რაისიმ განაცხადა: „ჩვენ მრავალი წელია, რაც გვაქვს კარგი ურთიერთობა თურქეთთან და გვინდა ამიერიდან ეს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“. ანალოგიურად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თქვა: „ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს მეზობელ ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას, ურთიერთნდობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე“. როგორც ჩანს, ვიზიტი უკიდურესად პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა, იმ პერიოდში, როდესაც რეგიონი ძალიან რთულ ვითარებაშია“.

წყარო: https://www.trt.net.tr/azerbaycan/proqram/2024/01/26/turkiye-iran-laq-l-ri-v-r-isinin-turkiye-s-f-ri-2093549

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის