USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«TRT - Turkish Radio and Television Corporation» (თურქეთი): „ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში“
дата:  381

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში“ (ავტორი - მაჰმუთ გიურერი, TRT Haber-ის რედაქტორი), რომელშიც განხილულია ნავთობის როლი რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ბუნებრივია, მასალაში თურქული პოზიციაა წარმოჩენილი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე თავდასხმები დაიწყო. დახოცილ პალესტინელთა რიცხვი 45 ათასს უახლოვდება. ათასობით მოხუცის, ქალის, ბავშვისა და ჩვილის ცხედარი კვლავ დაბომბილი შენობების ქვეშ რჩება... დაჭრილთა რაოდენობა კი 100 ათასს უახლოვდება. ღაზას სექტორში 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა და უსახლკაროდ დარჩა...

თუმცა, ისრაელის აგრესია ამით არ შემოიფარგლება... ირანთან დაძაბულობის შემდეგ თელ-ავივის ხელისუფლებამ ლიბანი დაისახა სამიზნედ. ჰეზბოლას ელემენტები გახდნენ სამიზნეები. ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2500 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისრაელის ამ მიდგომის წინააღმდეგ რაიმე პრევენციული ზომების არმიღება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

თუმცა, ისრაელის აგრესიული პოზიცია რეგიონში ახალი კრიზისების საფრთხესაც შეიცავს... ყველა ეს მოვლენა გვახსენებს წარსულში მომხდარ სხვა კრიზისს. 1973 წელს არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ, აშშ-ს მიერ თელ-ავივის მხარდაჭერამ ნავთობის მწარმოებელი არაბული ქვეყნები გააქტიურა. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო დაიწყეს. მოგვიანებით ემბარგო დასავლეთ ევროპასა და იაპონიაზეც გავრცელდა. ემბარგოს შედეგად ნავთობის ბარელის ფასი ერთ წელიწადში 3 დოლარიდან 12 დოლარამდე გაიზარდა.

ინდუსტრიულად განვითარებულ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო სექტორმა სერიოზული ზიანი განიცადა.

იაპონია, რომელიც ამ ემბარგოს წინაშე აღმოჩნდა, იძულებული გახდა ისრაელთან ურთიერთობები მინიმალურ დონეზე დაეყვანა.

დიდმა ბრიტანეთმა კი არაბების წინააღმდეგ მოქმედი ემბარგო მოხსნა და ისრაელის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო დაიწყო.

ნავთობის ფასის 400 პროცენტით გაზრდის გამო ევროპაში სამრეწველო პროდუქციის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამან სერიოზული ინფლაცია გამოიწვია.

დღევანდელი მოვლენების ფონზე არაბული ქვეყნების მიერ მასშტაბური ნავთობის ემბარგოს დაწესება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, ირანის საკვანძო როლი ნავთობის ბაზრებზე პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზრებზე.

ნავთობის ბაზრებისთვის მთავარი შეშფოთების წყაროა ისრაელის მიერ საპასუხო დარტყმის სახით ირანის ნავთობის ობიექტების დამიზნება და ამის შედეგად ნედლი ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი...

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მონაცემებით, აგვისტოში დღიურად 3,3 მილიონ ბარელზე მეტი წარმოებით ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია ირანმა, რომელიც მსოფლიოს 10 უდიდეს ნავთობმწარმოებელს შორისაა.

ირანი გლობალური მიწოდების დაახლოებით 2 პროცენტს წარმოადგენს და წარმოების ნახევარი ექსპორტზე გააქვს.

დიდი შეშფოთება არსებობს იმის გამო, რომ ისრაელის მიერ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და რეგიონული ომის დაწყება ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. არსებობს შიში, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს უკვე არსებულ მაღალ გლობალურ ინფლაციის პერსპექტივას.

რეგიონული კრიზისის გავლენა არა მხოლოდ ნავთობის ფასზე, არამედ ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტებზეც პირდაპირ აისახა...

იემენის ჰუსიტების განცხადებამ, რომ ისინი წითელ ზღვაში ნავთობის ტანკერებს დაესხმიან თავს, გემების მარშრუტის შეცვლა გამოიწვია. წითელი ზღვის მარშრუტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 10 პროცენტი მოდის, უკვე აღარ არის პრიორიტეტული დიდი სატრანსპორტო კომპანიებისთვისაც.

ბაბ ელ-მანდების (ცრემლების ჭიშკარი) სრუტე აზიისა და აფრიკის კონტინენტებს შორის მდებარეობს. სრუტე იემენსა და ჯიბუტს შორის წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი 32 კილომეტრია და წელიწადში დაახლოებით 33,000 გემი გადის.

ამ გემების მნიშვნელოვანი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის გადამზიდი ტანკერებია.

საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება სრუტეში მოძრაობის უსაფრთხოებას, სადაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი გადის. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ისრაელი სრუტესთან ახლოს მდებარე ქვეყნებში სამხედრო ბაზების ქონას ცდილობენ.

მეორე მხრივ, სუეცის არხი, ხელოვნური წყლის გზა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს, ამოკლებს საზღვაო სავაჭრო გზას ევროპასა და აზიას შორის, აფრიკის კონტინენტის გარშემო უფრო გრძელი მარშრუტის გავლის გარეშე. თუმცა, ჰუსიტების თავდასხმების გამო ბოლო 1 წლის განმავლობაში ასობით გემი, მიუხედავად უფრო მაღალი ხარჯებისა, სუეცის არხის ნაცვლად კეთილი იმედის კონცხის მარშრუტს იყენებს. ამ სიტუაციამ განსაკუთრებით თხევადი ბუნებრივი აირის ფასების ზრდა გამოიწვია.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2024/10/14/energetikuli-dg-is-cesrigi-42-2024-2198335

 

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати