USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
GORBI - საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ - 13.1%
Date:  1017

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%;

კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%;

კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%;

„საქართველოსთვის“ 4.8%;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%;

„ევროპული საქართველო“ 2.2%;

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%;

სხვა 4.2%

„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way