USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
"BM.GE" - როგორია საქართველოს ეკონომიკურ კავშირი ლუკაშენკოს ბელარუსთან?
თარიღი:  682

26 იანვრის საპრეზიდენტო საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. წინასწარი შედეგებით, ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს და მას დასავლეთი ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებს, რომლის პოსტსაც ყველაზე დიდი საფრთხე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაემუქრა, როცა ასიათასობით ადამიანი მინსკის ქუჩებში გავიდა და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტა. მაშინ, სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, ლუკაშენკომ კი თქვა, რომ "თავს მოაძრობს ყველას, ვისაც ქვეყანაში სიმშვიდისა და სიმშვიდის დარღვევა სურს". ამის შემდეგ დაიწყო აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება და დევნა. ქვეყანა დატოვა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არც 2020 წელს და არც ახლა დემოკრატიულმა სამყარომ არ ცნო, დასავლეთთან ლუკაშენკოს ბელარუსის ურთიერთობა განსაკუთრებულად რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიძაბა.

რაც შეეხება ბელარუსის ურთიერთობას საქართველოსთან, აღსანიშნია უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად გავრცელებული ინფორმაციები. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 2023 წლის 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. მანამდე, 2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკო დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

 

BM.GE გთავაზობთ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირს ბელარუსთან, რომლის პრეზიდენტი ლუკაშენკო მეშვიდედ გახდა და პოსტზე მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება.

ვაჭრობა

2024 წელს ბელარუსის და საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ 178 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მატება 2023 წელთან შედარებით 18%-ია.

გასულ წელს საქართველოდან ბელარუსში 36.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიყიდა, რაც 3.2%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.

2024 წლის TOP-5 საექსპორტო პროდუქტი ბელარუსთან:

  1. სპირტიანი სასმელები - $12.3 მლნ;
  2. ღვინო - $6.9 მლნ;
  3. ცენტრალური გათბობის ქვაბები - $5.1 მლნ;
  4. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $2.3 მლნ;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები - $2.1 მლნ.

2024 წელს ბელარუსიდან იმპორტმა 141.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

2024 წლის TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი ბელარუსიდან:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $47.8 მლნ;
  2. რძე და ნაღები - $16.04 მლნ;
  3. სპირტიანი სასმელები - $7.9 მლნ;
  4. ხე-ტყის მასალა - $7.4 მლნ;
  5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.2 მლნ.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები FDI

ვაჭრობასთან ერთად, გაზრდილია ინვესტიციების მოცულობაც ბელარუსიდან. 2024 წლის სრული მონაცემი სტატისტიკის სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია, 2023 წელს კი, ბელარუსიდან საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული 8.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ბოლო წლების სტატისტიკა კი ასეთია:

  • 2023 - $8.6 მლნ;
  • 2022 - $3.8 მლნ;
  • 2021 - $1.3 მლნ;
  • 2020 - $4.4 მლნ;
  • 2019 - $0.3 მლნ;
  • 2018 - $0.7 მლნ.

რაც შეეხება 2024 წლის I - III კვარტალს, ინვესტიციებმა 704.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, პირველ კვარტალში - 668.1 ათასი აშშ დოლარი, მეორე კვარტალში - 268.2 ათასი აშშ დოლარი, ხოლო მესამე კვარტალში 231.5 ათასი აშშ დოლარის გადინება მოხდა.

ტურიზმი

2024 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით ბელარუსი საქართველოს სტატისტიკაში მერვე ადგილზეა 140,536 ადამიანით, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 7.9%-ით 10 333 ბელარუსის მოქალაქით მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის