USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«TRT - Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu» (თურქეთი): „თურქული ხედვა: პალესტინელების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ოკუპაციის ჩრდილში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება“
дата:  353

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია (TRT - Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) თავის ვებ-გვერდზე, რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქული ხედვა: პალესტინელების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ოკუპაციის ჩრდილში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება“ (ავტორი - ჯან აჯუნი, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთის „იზატინ კასამის“ ბრიგადებმა და მასთან ერთად მოქმედმა ღაზაში განლაგებულმა პალესტინის წინააღმდეგობის სტრუქტურებმა დაიწყეს მასიური შეტევა იმ დროს, როცა ისრაელის დაზვერვა და არმია ამას არ ელოდნენ. როგორც ჩანს, პალესტინური ჯგუფები ამ ოპერაციისთვის ფარულად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ და ტექნიკური შესაძლებლობები გააძლიერეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „კასამმა“ და სხვა დაჯგუფებებმა ერთდროულად აიღეს ღაზას ირგვლივ მდებარე ისრაელის 4 სამხედრო ბაზა ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა დრონები და პარამფრენები. ასევე ასობით პალესტინელმა მებრძოლმა შეაღწია რეგიონის ისრაელის დასახლებებში და მოახერხა მათი დიდწილად დაკავება, შემდეგ კი დაახლოებით 200 ჯარისკაცი და მაცხოვრებელი დაატყვევა და ისინი ღაზაში მიიყვანეს.

ისრაელის არმიამ და დაზვერვამ ისეთი დიდი სისუსტე გამოავლინა და ისეთი დიდი დანაკარგები განიცადა, რომ მომხდარმა ისრაელში შოკის ეფექტი იქონია. ისრაელის არმია 48 საათის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა ღაზის თითქმის ორჯერ დიდ ტერიტორიას, თუმცა შემდეგ დაიწყო ღაზის ინტენსიური დაბომბვა. მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში უკვე არსებული ბლოკადა მანამდეც თითქმის აბსოლუტური იყო, რეგიონს ელექტროენერგია და წყალიც შეუწყვიტეს. ქალაქის ყველა სასიცოცხლო ხაზი გათიშულია და დაბომბვის დროს არ ხდება სამხედროებისა და სამოქალაქო პირების გარჩევა. ამ დროისთვის ღაზას თითქმის ათასი მოქალაქე დაიღუპა. „ალ-კასამის“ ბრიგადები კი ცდილობენ უპასუხონ ისრაელს სარაკეტო სროლით და გვირაბის ხაზებით დროდადრო შეღწევით.

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებენ და ისინი ასევე ხაზს უსვამენ სახმელეთო ოპერაციისთვის სამზადისს. ამასტან, ფქტები მეტყველებენ, რომ ისრაელმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაული და დაუწესა კოლექტიური სასჯელი ღაზას, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შეტაკებები ხდება ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანთან საზღვარზე. მაგრამ ეს ურთიერთჩართულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. მით უმეტეს, თუ ისრაელის არმია ღაზის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას იწყებს, ლიბანის ფრონტის გახსნა და სირია/გოლანის ღერძის ჩათვლა ერთ-ერთი შესაძლო სცენარია.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ავიამზიდების განლაგება დაიწყო, ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად გამოვიდეს კონტროლიდან. ისრაელი ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ ამ თავდასხმის უკან ირანი დგას. ცნობილი ფაქტია, რომ ირანი სერიოზულ სამხედრო მხარდაჭერას უწევს ჰამასს ბოლო წლებში და არის მოსაზრებები, რომ ირანმა გადადგა ასეთი ნაბიჯი რეგიონში არაბ-ისრაელის ნორმალიზაციისთვის ხელის შესასლელად. თუმცა, ამ კონიუნქტურით არ უნდა დავივიწყოთ გეოპოლიტიკური სვლების მიღმა სიმართლე.

პალესტინელები 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ისრაელის ოკუპაციის ქვეშ, მათ მიწებს იპარავენ, მათ კლავენ და ლტოლვილებად აქცევენ. დასავლური ძალები უპირობოდ უჭერენ მხარს ისრაელს. განსაკუთრებით ახლა, ნეთანიაჰუს კაბინეტმა და პრაქტიკამ, რომელიც ულტრამემარჯვენე/სიონისტური მთავრობაა, კიდევ უფრო გაუცრუა პალესტინელების იმედი და უბიძგა მათ სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის გაწევისკენ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ხელს უწყობს, არის ირანი. მსოფლიო ფოკუსირებული უნდა იყოს საკითხის ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტაზე, რომელიც დაიცავს პალესტინელების უფლებებს. ვერასოდეს იქნება შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობის მიღწევა სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე ტერიტორიული მთლიანობით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2023/10/13/ak-tualuri-t-emis-analizi-59-2023-2050569

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати