სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში უკან იხევს, რუსეთს პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წინ მიიწევს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვი მოცემულ შანსს სახმელეთო შეტევითი ოპერაციებისა და უკრაინული ტერიტორიების დაბომბვის ინტენსივობის გაზრდისთვის იყენებს.
ამერიკის ლიდერთან სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა მიანიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებების გათვალისწინებას არ აპირებს, წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინის მიზნები უკრაინაში უცვლელია - მას კვლავ სურს ქვეყანაში რუსული მმართველობის აღდგენა და აიძულოს დასავლეთი შეწყვიტოს კიევის მხარდაჭერა. მედია ფიქრობს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერების თაობაზე კრემლის მესვეურისთვის მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს.
პუტინის სტრატეგია იმაზეა გათვლილი, რომ მან უკრაინის ომის წარმოების ნება და სურვილი უნდა გადატეხოს, გააძლიეროს რა ზეწოლა სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობაზე. გამოცემის მტკიცებით, ახლა უკრაინა რუსეთის მხრიდან სასტიკ თავდასხმებს უპირისპირდება, ხოლო ტრამპის ძალისხმევა მშვიდობის მიღწევის კუთხით, ჩიხშია შესული.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი მოვლენები მოსკოვს რწმენას უმყარებს, რომ მას უკრაინისა და დასავლეთისთვის გამოფიტვაზე წარმოაებული ომის მოგება შეუძლია. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ კიევს მატერიალური სახსრების ეკონომია მოუწევს, რაც ბრძოლის ველზე რუსეთის წარმატებას დააჩქარებ
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.