USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
"BM.GE" - გაუტამ ადანი აშშ-ის ენერგეტიკულ სექტორში $10 მილიარდს ჩადებს
თარიღი:  523

ინდოეთის მეორე უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში $10-მილიარდიან ინვესტიციას აანონსებს. როგორც მილიარდერი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ინვესტიციის შედეგად აშშ-ში 15,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ორი ქვეყანა ეკონომიკურად უფრო დაახლოვდება.

აღნიშნული სიახლის აღსანიშნავად, გაუტამ ადანიმ სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და ინდოეთის პარტნიორობას ასახავს.

ადანის მიერ დაანონსებული ინვესტიცია, როგორც ჩანს, პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. მილიარდერ პრეზიდენტს, როგორც ცნობილია, აშშ-ში ნავთობის მოპოვების გაზრდა სურს, რაც გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ნავთობის ფასის შემცირებას გამოიწვევს. ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზე არის შენარჩუნებული, რაც OPEC-ის ლიდერების, რუსეთის და საუდის არაბეთის პოლიტიკას უკავშირდება.

დღეს, გაუტამ ადანის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $86.8 მილიარდად აფასებს, მაგრამ იყო დრო, როცა ინდოელი მაგნატი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. გაუტამ ადანის დაღმასვლა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. იმ დროს, ინდოელი ბიზნესმენი $147 მილიარდის ქონებას ფლობდა, მაგრამ ფინანსური ინტერესის მქონე ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, Hinderburg Research-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, ინდოელი მაგნატი $100 მილიარდით გაღარიბდა.

Hindenburg-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აქტიურად არღვევდნენ საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტებს, ხოლო შემოსავლების და მოგების მაჩვენებლები გაყალბებული იყო. Hinderburg Research-ის მტკიცებით, Adani Group-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ხელოვნურად იყო გაზრდილი, ხოლო დივიდენდები გაიცემოდა არა აქციონერებზე, არამედ დანის ოჯახის წევრებზე რეგისტრირებულ ოფშორულ ფონდებზე. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებად და მენეჯერებად მხოლოდ ადანის ნათესავები და ახლო მეგობრები ინიშნებოდნენ, ხოლო სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებების პრაქტიკა, რაზედაც, რეალურად, გაუტამ ადანის იმპერია დგას, კითხვის ნიშნებს აჩენს.

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, გაუტამ ადანის მულტიფუნქციური კონგლომერატი სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების განხორციელებას აგრძელებს. როგორც სექტემბერში გახდა ცნობილი, ისრაელურ Tower Semiconductor-თან თანამშრომლობით, Adani Group-ის დამფუძნებელი გაუტამ ადამი ინდოეთის მშობლიურ მხარეში მიკროჩიპების $10-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. ამასთან, ბოლო დროს გაუტამ ადანიმ მრავალმილიონიანი ინვესტიციები ფერადი ლითონების მოპოვების, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების და მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებითაც განახორციელა.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის