USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
BMG - გამარტივდება თუ არა იპოთეკური სესხების გაცემა? - რაზე საუბრობს სექტორი სებ-თან
Date:  597

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის განცხადებით, დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე იპოთეკური სესხების გამარტივების მხრივ ხელშესახები ცვლილება არ იგეგმება.

„სექტორთან შეხვედრები რეგულარულად იმართება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მოვისმინოთ მათი პრობლემები და გავიგოთ, ხომ არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რომელიც ზღუდავთ. ცხადია, ასეთი დისკუსიები მუდმივად მიმდინარეობს — ცალკეული ინიციატივები შეიძლება განხილულ იქნეს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე ისეთი მსხვილი ცვლილება, რომელიც ბაზრის მატერიალურ გარემოს შეცვლიდა, ჯერ არ ჩანს.

სესხების ზრდა წლიურად 20-25%-ს აღწევს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სექტორების უმეტესობის ზრდის ტემპს აღემატება. ამიტომ ამჟამად ვერ ვხედავთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ეროვნულ ბანკს განსაკუთრებულ ჩარევას მოითხოვდა.

რა თქმა უნდა, მცირე საკითხები ან შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ამ დისკუსიების ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზად არის მოისმინოს და ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებას.

დეველოპერული სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და მსხვილი დამსაქმებელია, ამიტომ არავის ინტერესშია, რომ მათ ბარიერები შეექმნათ. თუმცა ბარიერების მოხსნის მიღმა, მატერიალური ცვლილებების განხორციელება ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის.“ - განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას უტიაშვილმა.

ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციაზე bmg-თან გასულ კვირას „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, “პოზიტიური მსჯელობა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან, რომ ხელი შეეწყოს იპოთეკურ დაკრედიტებას.”

 წყარო:https://bm.ge/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way