USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
BBC - 2070 წლისთვის პლანეტის 3 მილიარდ მცხოვრებს განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის პირობებში მოუწევს ცხოვრება
თარიღი:  703

2070 წლისთვის პლანეტის 3 მილიარდ მოსახლეს ცხოვრება განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის პირობებში მოუწევს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სპეციალისტების მტკიცებით, საუკუნის ბოლომდე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3 გრადუსით მოიმატებს. ამასთან, 2070 წლისთვის გარემოს დაბინძურებისა და გლობალური დათბობის ფონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლანეტის ზოგიერთ ადგილას 29 გრადუს ცელსიუსამდე გაიზრდება, რაც მილიონობით ადამიანს ცხოვრებას სერიოზულად გაურთულებს.

სპეციალისტების განცხადებით, ტემპერატურის მატება განსაკუთრებით ჩრდილოეთ ავსტრალიას, ინდოეთს, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დააზარალებს, სადაც სასმელი წყლის დეფიციტი გაჩნდება და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნაწილი განადგურდება.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის