USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
"BM.GE" - 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენები Sportico-ს ვერსიით
Date:  598

ამერიკული გამოცემა Sportico-ს მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი 100 ათლეტი 27 ქვეყანას და სპორტის რვა სახეობას წარმოადგენენ. 2024 წელს მათი მთლიანი შემოსავალი 6,2 მილიარდი დოლარი იყო, საიდანაც 4,8 მილიარდი მოედანზე გამომუშავებული თანხაა, ხოლო დარჩენილი 1,4 მილიარდი მოედანს მიღმა საქმიანობიდანაა მიღებული.

სიაში ათი ათლეტია, რომლებმაც უფრო დიდი შემოსავლები სასპონსორო შეთანხმებებიდან გამოიმუშავეს, ვიდრე მოედანზე ნაჩვენები შედეგებიდან, მათ შორის გამოსარჩევია ბეისბოლისტი შოჰეი ოტანი 72,5 მილიონი დოლარით და გოლფერი ტაიგერ ვუდსი 62,1 მილიონით. ოტანის უნიკალური კონტრაქტის თანახმად, ის 680 მილიონს გადავადებული წესით 2030-2040 წლამდე მიიღებს, ახლა კი მისი წლიური ხელფასი 2 მილიონ დოლარს შეადგენს, რასაც გასულ სეზონში მსოფლიო სერიის მოგებით მიღებული ნახევარ მილიონიანი ბონუსიც დაემატა. მოედანს მიღმა მიღებული თანხებით ოტანი მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს, სტეფ კარისა და ლიონელ მესის ჩამორჩება.

ასეულის თითქმის 60%-ს NBA-ისა (36 მოთამაშე) და NFL-ის (22 მოთამაშე) სპორტსმენები შეადგენენ. თანაც აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში ამერიკულ ფეხბურთში სახელფასო ჭერის მაჩვენებელი 107%-ითაა გაზრდილი 18,6 მილიონიდან 53,3 მილიონ დოლარამდე.

რაც შეეხება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სახელფასო ჭერს, ის 140%-ით გაიზარდა, თანაც ამას დაემატა ახალი მედია გარიგება, რომელიც 11 წელიწადში 77 მილიარდი დოლარის გადახდას ითვალისწინებს. ამ დროის მონაცემებით, ლიგის 50 მოთამაშე წლიურად 30 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი 2030 წლისთვის 100-მდე გაიზრდება.

NBA-ისა და NFL-ის გარდა, ერთზე მეტი სპორტსმენით სიაში წარმოდგენილები არიან ფეხბურთელები - 12, ბეისბოლერები - 11, გოლფერები - 9, მოკრივეები - 6, ხოლო ჩოგბურთსა და ფორმულა 1-ს ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ.

სახელმწიფოების მიხედვით ყველაზე მეტი 64 ათლეტი აშშ-ს ჰყავს, მას მოსდევს ხუთი სპორტსმენი დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო იაპონელებსა და ფრანგებს სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავთ სიაში.

წლის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი Sportico-ს ვერსიით 40 წლის კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც სეზონში 260 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კრიშტიანუს აღნიშნული თანხიდან 45 მილიონი სპონსორებისგან აქვს გამომუშავებული, ხოლო დარჩენილ 215 მილიონს “ალ ნასრი” უხდის.

მთლიანობაში კი გამოცემა Sportico-ს მიხედვით, 2024 წლის 5 ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენის სია ასე გამოიყურება:

5. ლებრონ ჯეიმსი (NBA) - $133,2 მილიონი
4. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - $135 მილიონი
3. ტაისონ ფიური (კრივი) - $147 მილიონი
2. სტეფ კარი (NBA) - $153,8 მილიონი
1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - $260 მილიონი

წყარო:bm.ge

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way