USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
GWP- 13 იანვარს ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით მომარაგება შეუწყდებათ
თარიღი:  394

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს ავარიულად დაზიანდა.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 12 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან, 13 იანვრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიური ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.

მთაწმინდა -კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1-ელ და მე- 2 შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თავისუფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის. ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.