USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«LCI» // «TF-1» (საფრანგეთი): „ომი უკრაინაში: რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთში შეტევას ავითარებს, უკრაინის არმია კი უკან იხევს. სად არიან ამერიკული ტანკები?“
дата:  595

ფრანგული სამაუწყებლო ტელეარხის LCI-ის (TF-1 - La Chaîne Info) ეთერში გადაიცა საუბარი ფრანგ გენერალ ფრანსუა შოვაბსისთან, რომელსაც ტელეჟურნალისტი ფლორან ო’კელი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრება. ვიდეოსიუჟეტი გამოქვეყნებულია სათაურით „ომი უკრაინაში: რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთში შეტევას ავითარებს, უკრაინის არმია კი უკან იხევს. სად არიან ამერიკული ტანკები?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას.

- ორი წლის ბრძოლებით გამოწვეული დაღლილობა შეცდომებსაც იწვევს, ზოგჯერ ძალიან უხეშ შეცდომებს, რომლებსაც ადრე გენერლები არ უშვებდნენ. ამას წინათ ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ ჟურნალისტმა რუსეთ-უკრაინის ომში შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი გამოაქვეყნა. „უკრაინაში მილიარდობით დოლარის ახალი იარაღი შედის, მაგრამ იარაღი უსარგებლო იქნება, თუ მას დასვენებული ქვედანაყოფი არ მიიღებს და მათ არ მოუვლიან. გენერალო, თქვენი აზრით, იქნებ ამაში არის დამალული უკრაინის არმიის პრობლემა, რომელიც დღეს უკან იხევს, უპირატესობას კი რუსეთის არმია ფლობს?

- დიახ, ამაშია და კიდევ არასაკმარის სამხედრო მომზადებაში. ამასთან, მე ვფიქრობ, რომ ცუდად არის საქმე ქვედანაყოფების როტაციის თვალსაზრისითაც. სამხედრო მოსამსახურეების სრულყოფილი მომზადება ომში დიდ როლს ასრულებს, თუმცა, რასაკვირველია, იოლი არ არის და რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის მაგალითზე ჯარის მომზადება გენერალური შტაბის პრობლემას წარმოადგენს, უკანდახევაში ჯარისკაცების ბრალი არ არის. პრობლემებს ჯარისკაცები კი არ ქმნიან, არამედ ბრძანების გამცემი ოფიცრები..

მეორე მომენტია ის, თუ როგორ იყენებს უკრაინის არმია დასავლეთისაგან მიწოდებულ იარაღს. მაგალითად, ცნობილ ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“, რომელთაგან რუსებმა ექვსი უკვე გაანადგურეს. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იმ 31 „აბრამსიდან“, რომელიც ამერიკამ უკრაინას გადასცა, ექვსი ტანკის განადგურება მაინცდამაინც ბევრი არ არისო, მაგრამ „აბრამსი“ დღეს მსოფლიოში უძლიერეს ტანკად არის ცნობილი და ერთიც რომ განადგურდეს, ესეც რეპუტაციას უფუჭებს... გარდა ამისა, მინდა ვიკითხო - სად არიან დანარჩენი „აბრამსები“? რატომ არ იყენებენ მათ უკრაინელები?

მე ვფიქრობ, რომ საკითხი ეხება ტანკების ტექნიკურ მომსახურებას, რაც, პრინციპში, ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს. „აბრამსი“ ძლიერი ტანკია, მაგრამ მისი ძლიერების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. მას რთული აგებულება აქვს და მომსახურე პერსონალი მექანიზმებს კარგად უნდა იცნობდეს. არიან თუ არა სათანადოდ უკრაინელი სპეციალისტები მომზადებული? იციან თუ არა მათ ტანკის ძრავის მუშაობის სრული დროს, გავლილი მანძილი? გარკვეული დროის შემდეგ ზოგიერთი დეტალი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს არ მოხდება, ტანკი მწყობრიდან გამოვა მოწინააღმდეგის მიერ ჭურვის სროლის გარეშეც.

- გენერალო, რასაც თქვენ ამბობთ, ძალიან საინტერესოა. ომში აუცილებელია ტექნიკის მომსახურე მაღალკვალიფიციური პერსონალი, გამოცდილი სპეციალისტები... შესაძლოა, ჩვენ დღეს სწორედ იმის მოწმენი ვართ უკრაინაში, როცა დასავლურ ტექნიკას სათანადოდ არ უვლიან...

- მე სწორედ ასეთი ახსნისაკენ ვიხრები, რაც ლოგიკური იქნება: როგორც ფრონტის წინა ხაზზე შექმნილი ვითარებიდან ჩანს, ძალიან ეჭვი მეპარება იმაში, რომ დასავლურ ტექნიკას, მათ შორის ფრანგულ სამხედრო ტექნიკასაც უკრაინელები სათანადოდ უვლიან და პატრონობენ. ძალიან ვეჭვობ, რომ უკრაინელი შემკეთებლები ყურადღებით ამოწმებენ ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ტანკების მდგომარეობას, რომლებიც რემონტს საჭიროებენ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ რაღაც დროის შემდეგ ტანკი თავისი როლის შესრულებას შეწყვეტს, ექსპლოატაციიდან გამოვა და უბრალოდ, ჯართად გადაიქცევა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=BNt5d_RwkYE

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати