USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«Эхо Кавказа» - უმუშევრობა აფხაზეთში: რა იმალება "მყვირალა ციფრების' მიღმა?
дата:  958

საინფორმაციო სააგენტო «Эхо Кавказа»-ში გამოქვეყნებულია სტატია უმუშევრობა აფხაზეთში: რა იმალება "მყვირალა ციფრების' მიღმა?. მასში ნათქვამია, თუ რა ნიშნულს მიაღწია აფხაზეთში უმუშევრობის დონემ და როგორ უყურებენ ამ პრობლემას აფხაზეთში

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ამა წლის 27 იანვარს ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტნ ასლან ბჟანიასთან გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელზეც დედაქალაქისა და რაიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა გასულ წელს გაწეული სამუშაოს შესახებ მოხსენება გააკეთეს, სახელმწიფოს მეთაურმა საუბრის დასკვნით ნაწილში განაცხადა:

„ეს არის მყვირალა რიცხვები. მე მათ გავახმოვანებ. უმუშევრობის დონე გალის რაიონში 69 %-ა, ოჩამჩირის რაიონში - 85%, გუდაუთის რაიონში - 81%, ტყურაჩალის რაიონში - შრომისუნარიანი მოსახლეობის 85% უმუშევარია. სოხუმის რეგიონში - 87%, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გულრიფში - 53%. ქალაქ სოხუმში - 40%. გაგრის რაიონში უმუშევართა დაახლოებით 65%-ია. ეს არის მთავარი პრობლემა. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ბესლან ციბოვიჩ (ჯოპუა, ვიცე-პრემიერი) ამ პრობლემის გადაჭრა საკვანძოა. ამასტან დაკავშირებით მთავრობას ვაძლევ დავალებას... მითითების შესრულების ვადებს ცოტა მოგვიანებით დავასახელებთ... კერძოდ, ხალხი საქმით უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ გვაქვს განვითარების პროგრამა, ხელი მოვაწერეთ...“

ბუნებრივია, პრეზიდენტის ასეტ განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა საზოგადოება,. მისი ეს განცხადება "საინფორმაციო ბომბად" იქნა აღქმული და რეაქციაც ორაზროვანი იყო. მაგალითად, მოსკოვის ბლოგერი, აფხაზური პროექტების პარტნიორობის ხელმძღვანელი კირილ ბაზილევსკი ფეისბუქზე მოკლე პოსტში, სადაც აღნიშნული ციფრები იყო მოცემული, წერს:

„უმუშევრობა აფხაზეთში. აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოიყვანა, ერთი შეხედვით, უმუშევრობის კოშმარული მაჩვენებლები... მაგრამ რა კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული ასეთი მაჩვენებლები? ფაქტიურად ეს მაჩვენებელი მხოლოდ აფხაზეთის ეკონომიკის ნაცრისფერ ხასიათზე მეტყველებს. უმუშევარი ადამიანების უმეტესობა მუშაობს სადმე და იღებს შემოსავალს. ოჩამჩირის რეგიონში უმუშევართა 85%? გემუდარებით რა..."

ამ პოსტის კომენტარებში ორი აზრი შეეჯახა ერთმანეთს. ერთი, დიახ, აფხაზეთში მძვინვარე უმუშევრობაა და, ბუნებრივია, ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე, რადგან მან არ შექმნა მიმზიდველი სამუშაო ადგილების საკმარისი რაოდენობა. მეორე, დიახ, ასეა; გარდა ამისა, ბევრი ჩვენი შრომისუნარიანი მოქალაქე თავად არის ზედმეტად არჩევითი და საერთოდ არ ჩქარობს ე.წ. გასტრაიბატერების სამსახურიდან განდევნას; გარდა ამისა, საკმაოდ ბევრია, ვისაც საბჭოთა დროს პარაზიტებს ეძახდნენ და რომლებიც ახლა შრომისმოყვარე და წარმატებული ნათესავების ხარჯზე ცხოვრობენ, მაგრამ მაჩვენებლები მაინც არაადეკვატურია რეალობისთვის - ისე, არ შეიძლება იყოს, რეგიონის შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-ი ინახავდეს დანარჩენ ქმედუნარიანებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რა თქმა უნდა, უსაქმური ბევრი გვყავს, მაგრამ არა ამდენი! პოსტის ავტორმა საკუთარი აზრი კომენტარებში განავითარა:

„ეს ორაზროვანი კითხვაა. ვითვალისწინებთ გლეხებს თუ არა? მუშაობენ თუ არა? მაგალიტად მე მყავს მეგობრები (აფხაზეთში). სამი ძმა. უფროსი მშენებლობაშია. აქ გასაგებია, რომ არის ინდმეწარმე, რადგან მისი მუშაობის გარკვეული ნაწილი ოფიციალურია. მეორე ძმა სოფელში მეურნეობით არის დაკავებული, ფერმა საკმაოდ დიდია და მას სხვა დამატებიტი სამუშაო არა აქვს, თუმცა იღებს შემოსავალს გაყიდული პროდუქტებიდან. მესამე ძმა საუცხოო ჭაჭას აკეთებს, რომელიც ყველა ფაცხასი იყიდება ფსოუმდე. უმუშევარია თუ არა ის?

„ეხო კავკასა“ დაუკავშირდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ზაურ შალაშას და ამ საკითხზე მისი აზრიტ დაინტერესდა:

„მე მომეჩვენა, რომ ეს მონაცემები, ზოგადად აიღეს. იმის მიხედვით თუ აწვდიან ხელისუფლებას იურიდიული პირები: ისინი წარმოადგენენ ბალანსებს, სახელფასო ფონდს, საშუალო თვიურ ხელფასს... ეს ყველაფერი სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებში შედის. მაგრამ ე.წ. მცირე ბიზნესში დასაქმებულები, მომსახურების სექტორში... თვითდასაქმებულები, როგორც წესი, ჩვენთან არ არიან რეგისტრირებული, როგორც რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა ქონდეტ ადმინისტრაციის მეთაურებს. პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ციფრებში არ იყო გათვალისწინებული, ჩემი აზრით, ის ინფორმაცია, რომელიც აფხაზეთის ქალაქებისა და რეგიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს აქვთ. ეს შეუსაბამობაა აქ, ასე მომეჩვენა. ჩვენ გვაქვს აშკარა ხარვეზი კანონმდებლობაში. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე კამა გოგია ყოველთვის აყენებს ამ საკითხს სხვადასხვა დონეზე - რა უნდა შეიცვალოს. მეწარმეები რეგისტრირდებიან იუსტიციის სამინისტროში, როცა ისინი ფუძდებიან, მაგრამ შემდეგ ბევრი მათგანი არანაირ ანგარიშს არ წარადგენს“.

გლეხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ რესპუბლიკის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შალაშამ თქვა, რომ ისინი:

„პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ციფრებში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ისინი ალბათ იქ მოხვდნენ, თუმცა ისინი იხდიან მიწის და კომუნალურ გადასახადებს“.

არის კიდევ ერთი კომპონენტი - ის ფაქტი, რომ ბევრი თვითდასაქმებული ცდილობს არ მოახდინოს საკუთარი შემოსავლის რეკლამირება. ზაურ ივანოვიჩი ამბობს:

„ეს არის ზუსტად ის კითხვა, რომელიც მუდმივად ჩნდება. სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო ორგანოები... ასე მაგალიტად შარშან, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები გაემგზავრნენ გაგრის რაიონში და იქ რამდენიმე თვე მუშაობდნენ ადგილობრივ საგადასახადო სამსახურთან ერთად. ჩაატარეს სრული აღწერა არარეგისტრირებული მეწარმეების და ამან შედეგი გამოიღო: სულ რაღაც ერთ წელიწადში დარეგისტრირდა ექვსასზე მეტი მეწარმე, რომლებიც დაკავებული არიან საკურორტო, მომსახურების და ვაჭრობის სექტორში. ასე გახდა სესაძლებელი მათი ოფიციალური რეგისტრაცია. ასე უნდა მოხდეს აფხაზეთის ყველა რეგიონში“.

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати