USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
WASHINGTON POST - “ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ვერ მიღებაზე წუხდა”
Date:  756
“ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ვერ მიღებაზე წუხდა” - WASHINGTON POST.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპელმა დიპლომატმა, რომელიც მოლაპარაკებების შესახებ იყო ინფორმირებული, შეხვედრას „ქაოსური“ უწოდა.
მისი თქმით, ომთან დაკავშირებით ტრამპის მთავარი გზავნილი იყო: „რუსეთს მხოლოდ დონბასი უნდა, ეს კი კარგი გარიგებაა, პუტინს ომის დასრულება სურს და ეს სწრაფად შეიძლება გაკეთდეს“.
მეორე ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რამ მოახდინა გავლენა ტრამპზე მას შემდეგ, რაც მანამდე ის პუტინით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო იმედგაცრუებული.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way