USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«СЭ - Спорт-Экспресс» (რუსეთი): „რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაღესტნის ნაწილი გახდებოდა“ (UFC-ის დაღესტნელი და ქართველი სპორტსმენების კამათი)
Date:  540

რუსულ სპორტულ გაზეთ „სპორტ-ექსპრესში“ (СЭ - Спорт-экспресс) სათაურით „რუსეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დაღესტნის ნაწილი გახდებოდა“ (ავტორი - ისლამ ბაბაჯანოვი) გამოქვეყნებულია ინტერვიუ UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის) მებრძოლ შარაბუტდინ მაჰომედოვთან (შარა ბულეტთან), რომელშიც იგი თავისი კოლეგის, UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დავალიშვილის შესახებაც საუბრობს. შარაბუტდინი კომენტარს უკეთებს მის ნათქვამს - „დაღესტანი რუსეთი არ არის, უბრალოდ, დაღესტნელები იძულებულნი არიან რუსეთის სახელით იყვნენ წარმოდგენილნიო“.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„უცხოელი სპორტსმენები საერთოდ და მათ შორის ქართველებიც, როგორც ჩანს სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. მერაბ დვალიშვილი, ალბათ, უფრო მეტად [ფიზკულტურაზე] დადიოდა, ისტორიას და გეოგრაფიას კი აცდენდა. მას რომ გაკვეთილებზე ევლო, ეცოდინებოდა... ქართველები ძირითადად ახლა რატომღაც რუსეთი არ მოსწონთ, თუმცა პირიქით უნდა იყოს - რუსეთს მადლობას უნდა ეუბნებოდნენ...

ისტორია რომ ესწავლათ, მათ ეცოდინებოდათ, რომ დაღესტნელებისაგან ქართველები სწორედ რუსეთმა გადაარჩინა. [წარსულში] ჩვენ ხშირად თავს ვესხმოდით ქართველებს, ვთარეშობდით, ვლაშქრობდით მათ ტერიტორიაზე, რუსეთი კი ქართველებს იცავდა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა საქართველო დაიფარა დაღესტანის თავდასხმისაგან. რუსეთის მფარველობა რომ არ ყოფილიყო, საქართველო დიდი ხანია დაღესტნის ნაწილი იქნებოდა. ჩვენ რუსეთთან ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვიბრძოდით, რაც ისტორიაში დარჩა. ამჟამად ჩვენთვის რუსებთან ყოფნა უფრო კომფორტულია, ვიდრე სხვებთან.

ამჟამად მრავალეროვნული რუსეთის თემას ყველა ატრიალებს და ყველა რაღაცას ამბობს. გარეშე მტრებს რუსეთის ცალკეულ ნაწილებად დანაწევრება სურთ და ცდილობენ, რუსები სხვა ხალხებისაგან განაცალკევონ, ჩვენ კი გვეუბნებიან - „თქვენთან კი არ გვაქვს პრეტენზიები, არამედ რუსებთან“. ვხედავთ, რომ რაღაც რუსოფობიაა დაწყებული. დღეს რუსებისათვის მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ამიტომაც ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ - რუსებთან ერთად - და არაკეთილმსურველებს საკადრის უნდა მივუზღოთ. მათ მკაცრად უნდა ვუთხრათ - რუსეთი მთლიანია და ის არ დაიშლება. დაშლაში კარგი არაფერი არ არის.

მტრებს სურთ, რომ რუსეთი კვლავ წვრი-წვრილ სამტავროებად დაიშალოს, ანუ დაშლილ რუსეტზე უფრო იოლად იბატონებენ. ეს ტაქტიკა ცნობილია... მაგრამ ჩვენ რუსეთთან ერთად ცხოვრება გვინდა, ჩვენ განუყრელები ვართ, რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“.

შენიშვნა: როგორც რუსული სპორტული გამოცემა Спорт-24 იუწყება, შარაბუტდინ მაომედოვს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით. „შენ სპორტსმენი ხარ. დაანებე თავი საქართველოსთან ომებზე ლაპარაკს, არ გინდა ახლა კამერების წინაშე ინტერვიუები და საუბრები... როცა გნახავ, მერე ვილაპარაკოთ ისტორიის, გეოგრაფიისა და რუსული ენის გაკვეთილებზე, ცხოვრების შესახებაც...“, - წერს გურან ქუთათელაძე.

წყაროები:

https://www.sport-express.ru/martial/mma/ufc/news/rossiyskiy-boec-shara-bullet-otvetil-chempionu-ufc-dvalishvili-posle-slov-o-dagestancah-2267954/

 

https://sport24.ru/mma/news-697064-gruzin-iz-ufc-otvetil-share-bulletu-na-slova-o-gruzii-kogda-uvidimsya-togda-i-pogovorim

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way