კრწანისის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, 72-ე საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო.
გარემოს დაცვის ღონისძიების ფარგლებში, გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებთან ერთად, სკოლის ეზოში გამგეობის მიერ გადაცემული ნერგები დარგეს.
ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდა. მან მოსწავლეებთან ერთად ორი გარდენია, სამი ფოტინია და სამი ჭრელი ემონიუსი დარგო და მათთან გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრა.