ვაშლიჯვარში, ვალენტინ თოფურიძის ქუჩაზე, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ "მზის შვილების" მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, 1 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონოს გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის წევრი აკაკი ალადაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.