გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და V კვარტლების, ბელიაშვილის და ცისკარიშვილის ქუჩების მოსახლეობას.