USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
თბილისი
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო

ომანში გამართული მოლაპარაკებების მიზანი აშშ-ის სერიოზულობის შეფასება იყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ომანში აშშ-ის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „ირანმა იგრძნო, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად შესაბამისი გაგება და კონსენსუსი არსებობს“.

„მასკატში შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი აზრით, მიზანი მეორე მხარის სერიოზულობის შეფასება იყო იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელოთ ამ გზაზე წინსვლა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გასულ პარასკევს გაიმართა. ომანის დედაქალაქ მასკატში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის