USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
გაძვირდება თუ არა პური? -ალექსანდრე ყიფიანი „ყიფიანის პურის“ დამფუძნებელი
Date:   7586

რა მოლოდინები აქვს ბიზნესს და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ჩვენ, მომხმარებლებს – შეიძლება თუ არა ამ ახალმა რეგულაციებმა გააძვიროს პური ან შეამციროს ბაზარზე კონკურენცია.

ყველა პროგნოზი აჩვენებს, რომ ინფლაციის წნეხი ამ დროს უკვე შემცირებული უნდა იყოს, თუმცა, ბოლომდე მოხსნილი და ტარგეტთან ახლოს მაინც ვერ იქნება. 2023 წლის იანვარში საქართველოში 9.4%-იანი ინფლაცია იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თავად სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია 5.5% უნდა იყოს; მესამე კვარტალში 4%; ხოლო ბოლო კვარტალში 3.6%.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც ინფლაციურ მოლოდინებს ეხება, ბიზნესები ქვეყანაში ინფლაციის შემცირების ტრენდის გაგრძელებას მოელიან, თუმცა, იანვრის მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს დეკემბრის პროგნოზში იყო ასახული. ინფლაციის ბოლო მონაცემების მიხედვით, ფასები პურსა და პურპროდუქტებზე წლიურ ჭრილში თითქმის 23%–ითაა გაზრდილი. ამას ემატება ხორბლის ბაზარზე არსებული მაღალი გაურკვევლობაც, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომს უკავშირდება.

სტუმარი: ალექსანდრე ყიფიანი - „ყიფიანის პურის“ დამფუძნებელი

 

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way