პროექტი „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ - წარმოადგენს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტის“ მცდელობას შეიქმნას გამოკითხვების, სტატიების და ინტერვიუების ციკლი, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.
ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვთავაზობთ ყველას, გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები.
ზვიად არჩუაძე - გარედან მოტანილი ფული, იმის წინაპირობა იქნება, რომ უფრო მეტი ფული გავიდეს გარეთ.
პროექტის კითხვებს პასუხობს ეკონომიკის ექსპერტი ზვიად არჩუაძე
თქვენი დაკვირვებით, პანდემიის პირობებში რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?
პირველი ნაბიჯები: სხვადასხვა გადასახდელებისგან გათავისუფლება, ბანკის პროცენტის გადახდის გადავადება - შემდეგ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები, ჩამორჩება სხვა ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყევტილებებს ტემპით და მიმართულებების მრავალფეროვნებით.
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული თქვენ რა კორექტივებს შეიტანდით ამ ეტაპზე ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში?
რეკომენდაციები: კლასტერული მიდგომა, სექტორულის ნაცვლად დივერსიფიკაცია გადაწყვეტილებების მიღებაში რეგიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე; სპეციალური პროგრამა ქალაქების ეკონომიკის განვითრებისთვის; მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი ცენტრების შექმნა რეგიონებში, ბიზნესის მიერ პირველად ინვესტიციებზე დანახარჯების შესამცირებლად და ა.შ.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?
არა. ჩემი აზრით უფრო ადგილობრივი ეფექტური მთავრობის როლი გაიზრდება.
რამდენად შეძლებს საქართველო ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდეს, ექნება ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას? აქ იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის და ბლოკ-ჩეინის შესახებ კანონმდებლობის მიღება, ციფრული მმართველობა, არჩევნები, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სერვისები და სხვ. და რა ტიპის გამოწვევებთან იქნება ეს დაკავშირებული?
შემდეგი გამოწვევები იქნება: პოლიტიკური ნება, ტექნიკური მზაობა ხელისუფლების და მოსახლეობის, ფინანსები
პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში?
მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბწარმოებაა. მსყიდველობითი უნარის შემთხვევაში ყოველთვის არის შესაძლებელი პროდუქციის მიღება. მინიმალური მარაგების შექმნა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების შესაძლებლობის არსებობა საჭიროა ადგილებზე.
ბევრი მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთ დარგებზე, როგორიცაა ხორბლის წარმოება, ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების ბაზის გაფართოება, მეხორცეობა, მეთევზეობა, რომელიც საერთოდ მიგდებული გვაქვს ეხლა. თქვენ რას ფიქრობთ საით უნდა წავიდეთ და როგორ?
მთავარი არის თანამედროვე ტექნოლოგიები და მცოდნე ადამიანები. როცა არც ერთი არ გაქვს და არც მეორე, მიმართულების წარმართვა დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რომელ სფეროშიც უფრო სწრაფად შევძლებთ ცვლილებების მოხდენას.
ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად იქნება ფულის ნაკლებობა მსოფლიოში. ანუ ფული იქნება, მაგრამ დღესვე საჭიროა მის მისაღებად მოქმედება და შემდეგ მისი გონივრულად დახარჯვა. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული და სად და რაში დავხარჯოთ შემდეგ?
მთავარი იქნება ჯაჭვების ისე აწყობა რო ადგილობრივმა ბიზნესმა მიიღოს შემოსავალი და არა გარედან მოტანილი ფული, რაც წინაპირობა იქნება იმისა, რომ უფრო მეტი ფული გავიდეს გარეთ.
პანდემია ერთგვარი გამოცდაც არის კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის მიმდინარე მუდმივი პაექრობისა. განსაკუთრებით ეს რელიგიასთან მიმართებაში ჩანს კარგად. თქვენი აზრით მსოფლიო უფრო კონსერვატიული გახდება ვიდრე ლიბერალური თუ პირიქით?
დამოკიდებულია საზოგადოებაზე და შედეგებზე. კონსერვატიული საზოგადოება კიდევ უფრო კონსერვატიული გახდება სუსტი საერო ხელისუფლების პირობებში.
სულიერებას მოკლებული და მხოლოდ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება დღეს გადის პანდემიის მძიმე პერიოდს, ისევ ისეთი იქნება ის პანდემიის შემდეგ თუ განიცდის ტრანსფორმაციას? როგორია თქვენი მოსაზრებები ამ კუთხით?
როცა არავინ არის სანდო, ვინც ამაზე დაელაპარაკება საზოგადოებას, არ მგონია ამას პანდემიამ უშველოს.
სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა. დაიკარგება უამრავი სამუშაო ადგილები, ბევრი ადამიანი გახდება უფრო მეტად დაუცველი სოციალურად ვიდრე აქამდე იყო. რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ დღეს და ხვალ, რომ ეს ასე არ იყოს?
ვიფიქროთ საზოგადოების მომზადებაზე ახალი სამუშაო პირობებისთვის და პირობების მომზადება ასეთი ხალხისთვის. მაგ., შეიძლება დიდი რაოდენობის სტაფები აღარ ყავდეთ კომპანიებს ოფისებში, მაგრამ არ უნდოდეთ შეამცირონ სამუშაო ადგილები. იმისთვის რომ მათთან იმუშაონ გჭირდება კვალიფიკაცია, ინტერნეტი და ადგილი საიდანაც იმუშავებ. ამაზე ნაკლებად დახარჯავს ფულს ბიზნესი.
რას ეტყვით ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს? თუ მას თქვენი აზრით, ეხლა და პანდემიის შემდეგაც დახმარება ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რა თანმიმდევრობით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას (დღეიდან დაწყებული), რომ ბიზესი არა მარტო გადარჩეს არამედ მის წინ ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს?
ელაპრაკოს ხელისუფლებას (ცენტრალურ და ადგილობრივს), დიდ ბიზნესს. არ ელოდოს რომ მათთვის ვინმე რამეს გაიმეტებს. ბევრი ელოდება როდის გაკოტრდება სხვისი ბიზნესი, რათა ქონება ჩაიგდონ ხელში და გააფართოონ თავიანთი მომსახურების სეგმენტი.
ისევ მსოფლიო - როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? როგორი იქნება უახლოესი მომავლის ფულის ერთეული? რა ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს? გახდება თუ არა უფრო ეფექტური გაერო?
უცბად არაფერი შეიცვლება. ბევრი ცვლიელების განსახორციელებლად არავინ მზად არ იქნება, განსაკუთრებით აშშ-ში არჩევნების წლის გამო
დაგვანახა თუ არა პანდემიამ რომ მიწა უფრო მეტად ღირებულია სახელმწიფოსთვის ვიდრე აქამდე ვთვლიდით? თქვენი პოზიცია პანდემის დროს დანახული და პანდემიის შემდეგ - უნდა აიკრძალოს თუ არა არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე? რა დაგავანახა პანდემიამ - გვაქვს თუ არა ქვეყანაში თვითმმართველობა? როგორი და რა დოზით თვითმმართველობა გვჭირდება პანდემიის მერე?
უნდა აიკრძალოს მიწის გამოუყენებლობა ქართველებზეც და უცხოელებზეც. მიწის გრძელვადიანი გაქირავება მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. თვითმმართველობისთვის არ არის მზად საზოგადოება. მინიმუმ დეკონცენტრაციაა საჭირო ბევრი საკითხის თუ არა დეცენტრალიზაცია და ე.წ. გუდ გავერნენსის პრინციპების დანერგვა თვითმმართველობაში.
და ბოლოს სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?
თუ ძალიან ცუდი შედეგი არ დაგვიდგა არაფერი შეიცვლება. საზოგადოება ინერტულია.
დიდი მადლობა ბ-ნ ზვიადს პასუხების მოწოდებისთვის.
პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“
პროექტის ანოტაცია და კითხვები იხილეთ ბმულზე:https://tbilisipost.ge/
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/