USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
თბილისი
ზურაბ მაღრაძე: "ვინც მოისმენს, ის მოიგებს" - მალე, საქართველოს წლიურად $35 ტრილიონის ტვირთები მოადგება, გვინდა, რომ ფული დარჩეს პირველ რიგში ქართველ ხალხს?
თარიღი:  1402

“აბრეშუმის გზის ასოციაციის” მმართველი პარტნიორი ზურაბ მაღრაძე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე პასუხებს გვთავაზობს:

კითხვა: გვინდა თუ არა ქვეყნის განვითარება?

პასუხი: განვითარება მხოლოდ მოძრაობით მიიღწევა.

კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ფერმერები გაძლიერდნენ?

პასუხი: ფერმერს სჭირდება იაფი ხელმისაწვდომობა ნედლეულზე, მასალებზე, ინვენტარზე, ტექნიკაზე. ამისთვის თანამედროვე სატრანზიტო არტერიებია საჭირო. შემდეგ წარმოებული პროდუქციაც ისევ ხელმისაწვდომი პორტებით და რკინიგზებით უნდა გავიდეს ექსპორტზე.

კითხვა: გვინდა აგროტურიზმის ან სამედიცინო ტურიზმის განვითარება?

პასუხი: ამას ვაგონ-ლუქსებით და ვაგონ-რესტორნებით შემდგარი საერთაშორისო მარშრუტების სამგზავრო მატარებლები სჭირდება, შიგნით გამართული ინტერნეტით. იმიტომ რომ მთელი ევროპა რკინიგზით არის დაქსელილი და მთელი ჩინეთიც ახლაც იქსელება. შუაში კავკასიაა.

კითხვა: გვინდა რომ ტვირთების მოძრაობიდან ფული დარჩეს პირველ რიგში ქართველ ხალხს?

პასუხი: ამისთვის დიდი, საშუალო და მცირე ტერმინალები სოკოებივით უნდა ჩანდეს საქართველოს ლოგისტიკურ რუკაზე. ტვირთები ფულს დერეფანში მაშინ ტოვებს, როცა მისი მომსახურება ხდება – შეფუთვა, დაზღვევა, მარკირება, ლიზინგი და სხვ.

კითხვა: ამისთვის ფული საიდან მოვიტანოთ ან ხალხმა და ან ქვეყანამ?

პასუხი: საფონდო ბირჟა უნდა შევქმნათ. ფული იმდენი მოვა, რამდენიც საჭირო გახდება. ფასიან ქაღალდებში ინვესტიციიდან მოგებას კი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები მიიღებენ. მერე გარე ინვესტორები იხეირებენ.

კითხვა: როგორ უნდა მოვიზიდოთ ან ტვირთები და ან ინვესტიციები?
პასუხი: რკინიგზას და პორტებს რელსები და ბაქნები არ ტვირთავს. საზღვაო და სახმელეთო პორტებს ტვირთავს ეკონომიკა. ეკონომიკას კი ამუშავებს ბაზრის თავისუფალი კაპიტალი. საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღება საფონდო ბაზრებზე და არა კაბინეტებში.

კითხვა: საიდან უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი?

პასუხი: განათლებიდან!

კითხვა: რა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში?

პასუხი: საბაზრო ეკონომიკა.

კითხვა: აქამდე რას ვაკეთებდით?

პასუხი: ბალტიისპირეთმა დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა, მათ პირველ რიგში საფონდო ბირჟები შექმნეს. ისინი ახლა ნატოშიც არიან და ევროკავშირშიც. ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, ის იყო რომ პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ!

კითხვა: ეს ამბავი ციფრებში როგორ გამოისახება?

პასუხი: ისტორიულად აზიური ქარავნების მომსახურებისთვის საქართველოში ქარვასლებს ტვირთის ღირებულების 25% რჩებოდა. მალე საქართველოს წლიურად $35 ტრილიონის ტვირთები მოადგება. მისი 25% კი არის უკვე $9 ტრილიონი. ეს 600-ჯერ დიდი საქართველოს ეკონომიკაა.

კითხვა: უსაფრთხოება როგორ იქნება დაცული?

პასუხი: აქამდე გეოპოლიტიკურ ბალანსს ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია განაპირობებდა. ბრექსიტის შედეგად იცვლება კონტინენტური წესრიგის არქიტექტურა. უსაფრთხოების გარანტი ხდება აღმოსავლეთი ევროპა. ბრიტანული ქოლგა ამისთვის შეიქმნა. ბოლო გაჩერება კი საქართველოა.

კითხვა: ეს ყველაფერი რომ ავაწყოთ, რამდენი ხანი იმუშავებს?

პასუხი: თქვენ მაჩვენეთ სხვა უფრო მოკლე გზა ევროპასა და აზიას შორის.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.