USD 2.6935
EUR 3.1336
RUB 3.3397
Тбилиси
ზურაბ მაღრაძე - მოქალაქე
дата:  

ერთი მოქალაქე, რომელიც ლანძღავს ხელისუფლებას და მეორე მოქალაქე, რომელიც ლანძღავს ოპოზიციას, ორივე მრუდეა.

მრუდეა, რადგან ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ეს წესრიგი აწყობთ.
ერთი რომელიღაც პარტია საუბრობს თავისუფალი ბაზრის შესახებ, მეორე რომელიღაც პარტია საუბრობს ბირჟების შესახებ. აქაც ორივე მრუდეა.
სწორია მხოლოდ მოქალაქის შემდეგი მოთხოვნა, ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც:
1. ფასიანი ქაღალდების კომისიის შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე;
2. ბანკებს აეკრძალოთ კანონით ბირჟების დაფუძნებაში მონაწილეობა;
3. კანონით აიკრძალოს ასევე ფასიანი ქაღალდების პირდაპირი წესით, ანუ ბირჟის გვერდის ავლით ყიდვა-გაყიდვა.
ამის მერე, მეორე დღესვე ვართ ნატოშიც და ევროკავშირშიც.
ამის მერე საქართველოს მოსახლეობის 25% იქნება მილიონერი. დანარჩენი 75%-დან ზოგი იქნება მცირე რაოდენობის აქციების მფლობელი და ზოგი დასაქმებული. და მათი ანაზღაურება იქნება ღირსეული.

დანარჩენი მოქალაქის გადასაწყვეტია.

ვინ როგორც ლოცულობს, ისეც ცხოვრობს.

“აბრეშუმის გზის ასოციაციის” მმართველი პარტნიორი ზურაბ მაღრაძე

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати