USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ზურაბ ჯაფარიძე - უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი - ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია
თარიღი:  778

"გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია.

როგორც ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ელოდა.

“იყო საკმაოდ რთული საუბარი ბევრ საკითხზე. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის, ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ხდება საკითხების განხილვა. კონკრეტულ ბიულეტებზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, ვერაფერს გეტყვით. არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინ არის",- განაცხადა ჯაფარიძემ. 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის