USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
ზურაბ გურული: ეს დანაშაული სწორედაც რომ პოლიტიკურია თავისი შინაარსით და ყველა დეტალით
Date:  1404

ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც ავლებს პარალელებს დათუნა სარალიძის საქმესა და გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობას შორის და ორივე დანაშაულის წინაპირობად ბოლო პერიოდში მომძლავრებულ  კრიმინალურ მენტალიტეტს ხედავს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად. 

"ხორავას ქუჩის ისტორიას და შაქარაშვილის მკვლელობას აერთიანებს ერთი მთავარი ნიშანი - ანგარიშსწორება კლასიკური კრიმინალური რიტუალის მიხედვით. მკვლელობა ხდება ჯგუფურად, რომ შეუძლებელი იყოს კონკრეტული მკვლელის ამოცნობა; ასევე პასუხისმგებლობის იმგვარი გადანაწილება, რომ განაჩენის მაქსიმალური ზომა ვერავინ მიიღოს.
კრიმინალური მენტალიტეტი და რიტუალები ყველა ქვეყანაში გვხვდება. ამერიკისა და ევროპის გეტოებში ამ მოდელით აზროვნებენ და იქცევიან, რადგან სწორედ ეს იძლევა გადარჩენის ყველაზე დიდ შანსს. მაგრამ სხვა საქმეა, როცა პატარა ქვეყნის მოსახლეობის ე.წ. "საკონტროლო პაკეტი" კრიმინალურ მენტალიტეტს ემორჩილება. ასეთ საზოგადოებაში ახალგაზრდა მამაკაცს ორი არჩევანი აქვს, ან იქნება ჩაგრული, ან მჩაგვრელი. ადამიანი ბუნებითაც რომ არ იყოს სასტიკი, ეს სოციალურ-კრიმინალური წნეხი მას აიძულებს რომ დაუნდობელი გახდეს. ბოლოსდაბოლოს, ასეთები მოსწონთ ახალგაზრდა ქალებსაც; ასეთი შვილები სურთ მამების უმრავლესობას; ასეთებს განადიდებენ და პატივს სცემენ კულტურის, სპორტისა და სოციალურ ელიტებში; და ბოლოს, ასეთები სჭირდება მაფიოზურ ბიზნესს კონტროლიორებად და აღმსრულებლებად.
ასე იქმნება მკვეთრად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული კრიმინალური აზროვნება, რომელიც მომავალს უსპობს იმ საზოგადოებას, სადაც გაიფურჩქნება. საქართველო - სსრკ-ს ერთერთი ყველაზე ქურდული სახელმწიფოც ამიტომ ვერ შედგა. საქართველო სამწუხაროდ მხოლოდ ილუზორული ფსევდო-სახელმწიფოა, ასევე ილუზორული დემოკრატიით.
- გვარამია აპოლიტიკურებს ჩვეულებრივ კრიმინალს - ეს არის ქვეყნის "საკონტროლო პაკეტის" მთავარი მესიჯი. არადა, ეს დანაშაული სწორედაც რომ პოლიტიკურია თავისი შინაარსით და ყველა დეტალით. პოლიტიკურია ის, რომ ქვეყნის ყველაზე გახმაურებულ საქმეს პრაქტიკულად ჟურნალისტები ხსნიან; ის, რომ პოლიციის ნდობა შეუძლებელია, რადგან ისინი კრიმინალიტეტის მკაცრი წნეხის ქვეშ არიან; ისიც, რომ სასამართლო და პროკურატურა მხოლოდ მოსაჩვენებლად არსებობს; უბრალოდ ქმნიან ილუზიას, იმით, რომ სინდიკატისათვის უმნიშვნელო და არასაინტერესო შემთხვევების მოგება შესაძლებელია; და რაც მთავარია ის, რომ ქვეყანაში გაბატონებულია ისეთი შიში, რომ მტანჯველი სიმართლის ამოთქმისაც ეშინია ადამიანს.
ჩრდილოვანი ერთპიროვნული მმართველობა კრიმინალური იმიტომ არის, რომ აქ მთავარი "ქურდის" ხელშია გაერთიანებული ხელისუფლების სამივე შტო- საკანონმდებლოც, სასამართლოც და აღმასრულებელიც და ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ყოველდღე. თუ შინაგანი პროტესტი გაგიჩნდებათ ამის წაკითხვისას, უცებ ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინ წყვეტს ქვეყნის ნებისმიერი დონის პოლიტიკოსის ბედს, "ის კაცი" თუ ხალხი.
სწორედ ამიტომ არის ეს საზარელი შემთხვევა პოლიტიკური. მას არ სჭირდება ძალით გაპოლიტიკურება. ის თვალსაჩინოებაა ერის და სახელმწიფოს დეგრადაციისა. "

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way