USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
ზურაბ ბატიაშვილი - ტრაპიზონის იმპერიის დაარსება
თარიღი:  1110

საქართველო არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა – იგი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ძლიერების პერიოდში. - ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი.

იდეის დაბადება

“ოქროს ხანა” საქართველოში XI საუკუნის ბოლოდან დაიწყო, როდესაც დავით აღმაშენებელმა წარმატებით მოიგერია თურქ-სელჩუკების შემოსევები და დაასრულა საქართველოს გაერთიანების პროცე სი. დავითი აქტიურად იღვწოდა საქართველოს საზღვრების გაფართოებისა და საერთაშორისო არენაზე გავლენის გასაზრდელად. არსებობს ცნობები, რომ მან ამ მიზნით ტრაპიზონის მხარეშიც ილაშქრა, თუმცა, უშედეგოდ. დავით აღმაშენებლის შემდეგ მის მიერ შექმნილმა ძლიერმა სახელმწიფო მანქანამ მთელი ძალით განაგრძო მუშაობა.

იმ პერიოდის საქართველოს სამეფო კარი მუდამ ყურადღებით აკვირდებოდა ანატოლიაში, სამხრეთშავიზღვისპირეთსა და, განსაკუთრებით, ტრაპიზონის მხარეში მიმდინარე პროცესებს. მით უმეტეს, რომ იქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ მონათესავე ჭან-ლაზები და ხალდები, რომლებიც არ ეგუებოდნენ ბიზანტიურ მმართველობას.

 

XI საუკუნის II ნახევრიდან მძიმე დროება დაუდგა მანამდე ძლევამოსილ ბიზანტიის იმპერიას, რომელსაც სულ უფრო უჭირდა თურქ-სელჩუკების შემოსევების შეკავება. სიტუაციის შემობრუნებას შეე ცადა კომნენოსების დინასტია, რომელიც ბიზანტიას 1081-1185 წლებში მართავდა. კომნენოსთა წარმატება დროებითი იყო. ქვეყანაში დაწყებული არ ეულობების ფონზე ამ დინასტიის ბოლო იმპერატორი ანდრონიკე I და მისი ვაჟი მანუელი 1185 წლის შემოდგომაზე კონსტანტინოპოლში წამებით დახოცეს, ხოლო მანუელის მცირეწლოვანი შვილები, ალექსი და დავითი, მონათესავე ბაგრატიონებთან გააპარეს და ასე გადაარჩინეს გარდაუვალ დაღუპვას. კომნენოსები საქართვე ლოს სამეფო კარზე ქართული ადათ-წესებითა და ტრადიციით გაიზარდნენ, განათლებაც ქართულად მიიღეს.

შამქორისა (1195) და ბასიანის (1203) ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს ხელფეხი გაეხსნა სამეზობლოში მიმდინარე პროცე სებში აქტიურად ჩასართავად. საქართველოს გაუჩნდა რეგიონში პირველობის საფუძვლიანი ამბიცია და საქართველოს სამეფო კარმა მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შავიზღვისპირე თის მიმართულებით სამხედრო-პოლიტიკური ოპერაცია დაეწყო.

დიდია იმის ალბათობა, რომ XIII საუკუნის დასაწყისში ქართველთა მიერ შავი ზღვისპირეთ ში წარმოებულ გაბედულ სამხედრო-პოლიტიკურ ქმედებებს თავისი “პროგრამა მინიმუმი” და “პროგრამა მაქსიმუმი” ჰქონდა.

არსებულ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველთა პროგრამა მაქსიმუმი იყო ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე მოკავშირე და მონათესავე კომნენოსთა დინასტიის აღდგენა და საერთაშორი სო არენაზე საერთო პოზიციით წარდგენა. ამ მოსაზრებას ამყარებს როგორც ძმების მიერ “დიდი კომნენოსის” გვარის მიღება, ისე ქართუ ლი სამხედრო ნაწილების გადაადგილების მიმართულება.

პროგრამა მინიმუმი კი, ალბათ, უნდა ყოფილიყო ისეთი ბუფერული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს გავლენის ქვეშ იქნებოდა და რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან წამოსული საფრთხის მოგე რიება მოუწევდა. საერთაშორისო არენაზე შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე კი ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალური იყო.

1204 წლის სამხედრო ოპერაცია

თამარ მეფემ საბაბად გამოიყენა ბიზანტიის მაშინდელი იმპერატორის – ალექსი III ანგელო სის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების გაძარცვა და საპასუხოდ, 1204 წელს ბიზანტიისაკენ ლაშქრობა მოაწყო. დასავლეთ საქართველოდან დაძრულმა ჯარმა, რომელსაც თან ახლდნენ ძმები კომნენოსები, დიდი ტერიტორიები დაიკავა. ბიზანტიამ ქართველთა წინსვლას ხელი ვერ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს იმპერიას დასავლეთიდან ლათინები (ჯვაროსნები) უტევდნენ და აღმოსავლეთის საქმეებისთვის მას არ ეცალა.

ქართული ჯარი ორ ნაწილად გაიყო – ერთი ნაწილი შავი ზღვის სანაპიროს გაუყვა, მეორე ნაწილი კი გემებზე ავიდა და ზღვიდან ამაგრებ და ხმელეთზე მოძრავ ლაშქარს.

საქართველოს ჯარმა ლაზიის აღების შემდეგ, 1204 წლის აპრილში, ქალაქი ტრაპიზონი დაიკავა. ბიზანტიიდან დანიშნულმა მმართველ მა, ნიკიფორემ, კარგად იცოდა, რომ კონსტან ტინოპოლიდან დახმარებას ვერ მიიღებდა. ამი ტომ ციხე-სიმაგრის გასაღები გამოიტანა და ქალაქი უბრძოლველად ჩააბარა ქართველებს.

ქართული ჯარი ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ – ლაზიისა და ტრაპიზონის შემდეგ დაიკავა კერასუნტი (დღევანდელი გირესუნი), კოტიორა (დღევანდელი ორდუ), სამსუნი, სინოპი, პაფლა გონიის რეგიონი (მათ შორის, კომნენოსების საგვარეულო ციხესიმაგრე კასტამონუ) და ჰე რაკლეა პონტიკა (შავი ზღვის ჰერაკლეა). 1205 წლის შემოდგომაზე ქართული რაზმები შავიზღ ვისპირეთსაც გასცდნენ და ისტორიულ ბითინი აში, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე მდებარე ქ. ნიკომედიასთან (დღევანდელი ქ. იზმითი/ქო ჯაელი), გამოჩნდნენ. ეს ქალაქი კონსტანტინო პოლიდან სულ რაღაც 110 კმ.-ით იყო დაშორე ბული. ახლად დაკავებული ტერიტორიების აღ მოსავლეთ ნაწილს ალექსი კომნენოსი, დასავლეთ ნაწილს კი მისი ძმა, დავითი, განაგებდა.

ნიკომედიასთან მისულ ქართულ ჯარს ზურგიდან მოულოდნელად ბიზანტიელები დაესხნენ, რომლებიც ნიკეაში იყვნენ გამაგრებული მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. შედეგად, დავითმა უკან დაიხია და გამაგრდა ჰერაკლეასა და ამასტრიდში. იგი იძულებული გახდა უკიდურეს დასავლეთ საზღვრად მდ. სანგარისი (დღევანდელი მდ. საქარია) დაედგინა.

კომნენოსების ხელისუფლებას ასევე დაექვემდებარა ყირიმში არსებული ძველი ბი ზანტიური ტერიტორიები – ხერსონი, ქერჩი და შიდა არეალი, რომელიც პერატეიას (ზღვისიქითა მიწები) სახელით იყო ცნობილი.

საერთო ჯამში, ქართული ჯარი წელიწადზე ცოტა მეტ ხანს მოუნდა შავი ზღვის თითქმის მთელი სამხრეთ სანაპიროს დაკავებას – 1300 კილო მეტრიანი საზღვაო ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების – ისტორიული ჭანეთის, პონტოს, პაფლაგონიისა და ბითინიისა. ეს კი თითქმის სრულად ემთხვევა დღევანდელი თურქეთის შავიზღვისპირეთის რეგიონის საზღვრებს, რომლის ტერიტორია მოიცავს 143,5 ათას კვ. კილომეტრს. შედარებისთვის, დღევანდელი საქართველოს ფართობი 69,7 ათასი კვადრატული კმ.-ია, ანუ 1204-1205 წწ.-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ქარ თულმა ჯარმა დაიკავა დღევანდელ საქართველოზე ორჯერ უფრო დიდი ტერიტორია. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაგეგმილი და შესრულებული სამხედრო ოპერაცია.

შამქორისა (1195) და ბასიანის (1203) ბრძოლები – საქართველოს სამეფო კარის მიერ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე გადახდილი ორი დიდი ბრძოლა მეზობლების (ირანის აზერბაიჯანის საათაბაგო და რუმის სასულთნო) წინააღმდეგ, რამაც ქვეყანას ამოსუნთქვისა და მშვიდობიანი განვითარების საშუალება მისცა. შამქორსა და ბასიანში გამარჯვების შემდეგ საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა, საერთაშორისო არენაზე მკვეთრად გაიზარდა საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟი და იგი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა მთელ რეგიონში.

 

სამხედრო-პოლიტიკური შედეგები

ნიკეაში გამაგრებულმა ბიზანტიელებმა კომნენოსების წინააღმდეგ საბრძოლველად სელჩუკებთან შექმნეს კოალიცია. ქართველებმა კი, მათგან თავდაცვის მიზნით, 1206 წლისთვის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი შეკრეს კონს ტანტინოპოლში გამაგრებულ ჯვაროსნებთან. ქართველებს ჩვენი ისტორიის მანძილზე ხშირად გვქონია სამოკავშირეო ურთიერთობა დასავლეთთან 1206 წლამდეც (გავიხსენოთ თუნდაც “ფრანგების” მონაწილეობა დიდგორის ომში) და 1206 წლის შემდეგაც, მაგრამ ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფიზიკურადაც დავუმეზობლდით დასავლურ სამყაროს. საქართველომ, ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით, მნიშვნელოვანი ფანჯარა გაჭრა ევროპაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას – იყო ბუნებრივი ბუფერის ზონა სელჩუკებთან და ამასთან – ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიც.

ჯვაროსნებთან დადებული ხელშეკრულება მალევე ამოქმედდა – ქართველები და ლათინები ერთად შეებრძოლნენ ბიზანტიურ-სელჩუკურ ალიანსს. მაგრამ 1212 წლის 13 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ახლად დაკავებული ტერიტორიების დასავლეთ ნაწილის ახალგაზრდა მმართველი დავით კომნენოსი და ნიკეაში გამაგრებულმა ბიზანტიელებმა, სელჩუკებთან წინასწარი შეთანხმებით, ახალი შემართებით შეუტიეს ქართველთა პოზიციებს.

მიუხედავად ალექსი კომნენოსის სახელმწიფოებრივი და სამხედრო ნიჭისა, ერთი ადამიანისათვის მეტად ძნელი აღმოჩნდა დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული სამფლობელოს წარმატებით მართვა და დაცვა.

1214 წლის შემოდგომაზე სელჩუკები მოულოდნელად დაესხნენ თავს სინოპის სიახლოვეს სანადიროდ გასულ ალექსის და დაატყვევეს. მი სი გათავისუფლების სანაცვლოდ კი, მოგვიანე ბით, სინოპის ციხე-სიმაგრე მიიღეს. სელჩუკები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ალექსის მოკავშირე 30 ლათინს – ისინი ცოცხლად გაატყავეს. როგორც ჩანს, მათ ძალიან აღიზიანებდათ ლათინურ-ტრაპიზონული (ქართუ ლი) ალიანსი. სელჩუკების სინოპზე თავდასხმის პარალელურად ბიზანტიელებმა შეუტიეს და აიღეს უფრო დასავლეთით მდებარე ჰერაკლეა და ამასტრიდი.

ამგვარად, სელჩუკებმა და ნიკეელებმა გადაინაწილეს ტრაპიზონის იმპერიის დასავლეთი ნაწილი, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი იყო. ნიკეელებმა კომნენოსების სახით მოიშორეს ძლიერი კონკურენტები, რომლებიც პაფლაგონიისა და ბითინიის ნაწილის ფლობით, ერთი მხრივ, მუდმივ შიშში ამყოფებდნენ ნიკეას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელსაყრელ მომენტში კონსტანტინოპო ლისკენ გაჭრის საშიშროებას ქმნიდნენ.

სახელმწიფოს შენება

წარმატებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, პირველ რიგში, საჭირო გახდებოდა დაკავებული ტერიტორიების სახელმ წიფოებრივი მოწყობის საკითხის გადაწყვეტა. ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი არასოდეს შედიოდა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში. შესაბამისად, გაძნელდებოდა მიწების პირდაპირი მიერთების ლეგიტიმაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმდროინდელი კომუნიკაციების პირობებში მეტად ძნელი იქნებოდა ახლად დაკავებული ტერიტორიების დასავლეთ ნაწილის თბილისიდან მართვა. თანაც, იმ პერიოდში, ნებისმიერ დროს, მოსალოდ ნელი იყო ახლო მყოფი სელჩუკების შემოსევა და მათთან გასამკლავებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა დროული გადაწყვეტილებების ადგილზე მიღება.

სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო. ამ ქმედებაში ერთმანეთს დაემთხვა საქართველო სა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც არასოდეს ეგუებოდნენ ამ რეგიონში ბიზანტიურ მმართველობას და თანმოძლიერე ბულისელჩუკებისგანაც სურდათ საკუთარი თავის დაცვა. 

ტერიტორიულ დანაკარგებს ერთი დადებითი შედეგი ჰქონდა ახალგაზრდა სახელმწიფოს თვის – ტრაპიზონის იმპერია უშუალოდ აღარ ემეზობლებოდა მოქიშპე ნიკეას, თანაც გეოგრაფიულად შედარებით იზოლირებულ და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო სივრცეში მოექცა. სამხრეთით მას ბუნებრივად იცავდა მაღალი მთების სისტემები, ჩრდილოეთით – შავი ზღვა, აღმოსავლეთით – მოკავშირე საქართველო, ხოლო დასავლეთით თუ ადრე იმპერიის საზღვარი მდ. სანგარისზე გადიოდა, ახლა მან აღმოსავლეთით, შედარებით ადვილად დასაცავ მდ. ირისსა (დღევანდელი მდ. იეშილ-ირმაქი) და მდ. თერმო დონზე (დღევანდელი მდ. თერმე) გადმოინაცვლა, რაც ტრაპიზონიდან დაახლოებით 300 კმ.- ითაა დაშორებული.

იმპერიის შექმნის პირველ წლებში საჭირო იქნებოდა დიდი ენერგიის დახარჯვა სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის, სამთავრობო სტრუქტურების, ცენტრალური ადმინისტრაცი ის, სავაჭრო, საბაჟო და საგადასახადო სისტემე ბის, ასევე ეკლესიის მოსაწყობად. ამავე დროს, კომნენოსებსა და ქართველებს დასჭირდებოდათ როგორც ადგილობრივი ჯარის, ისე ფლოტის ჩამოყალიბებაც.

ის, რომ ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად ტრაპიზონი გამოცხადდა, სულაც არ იყო შემთხ ვევითი: ეს ქალაქი მთავარ მოკავშირესა და მფარველთან, საქართველოსთან, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა, საიდანაც ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი სამხედრო და სხვა სა ხის დახმარების მიღება. ამასთან, ტრაპიზონი საკმაოდ მოშორებული იყო დასავლეთ ანატოლიას, სადაც იმ დროისთვის ყველაზე არასტაბი ლური და არსებობისათვის მეტად სახიფათო გარემო შეიქმნა.

ამავე დროს, ტრაპიზონი ძალიან ძველი ქალაქი იყო (დაარსდა ძვ.წ. 756 წ., შედარებისთვის, რომი დაარსდა ძვ.წ. 753 წ.) და იგი შავიზღვისპირეთის ყველაზე უკეთ გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, რომლის აღებაც ძალზე გაუჭირდებოდა ნებისმიერ მტერს. კომნენოსებმა გაამაგრეს ქალაქის კედლები და ააგეს ულამაზესი სასახლე, ეკლესიები და შენობა-ნაგებობები ახლადჩამოყალიბებული სხვადასხვა ინსტი ტუტისათვის. ქალაქის კედლების სიდიადე დღესაც შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, რომ ამ კედლებმა შემდგომში მრავალჯერ გადაარჩინა კომ ნენოსები და იმპერია განადგურებას. ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, რომ იმპერიის არსებობის მანძილზე მოწინააღმდეგემ ვერასოდეს მოახერხა ციხე-სიმაგრის ბრძოლით აღება.

ახალ სახელმწიფოში ერთ-ერთი უპირველესი ღონისძიება იქნებოდა ალექსის იმპერატორად კურთხევა, რომელიც ისტორიაში შევიდა ალექსი I დიდი კომნენოსის სახელით. ეს ცერემონია ტრაპიზონში უნდა ჩატარებულიყო. ამ რიტუალისთვის კი ყველაზე მოსახერხებელი ქალაქის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის (“პა ნაგია ხრისოკეფალოსის”) ტაძარი უნდა ყოფილიყო, სადაც, ტრადიციულად, მომდევნო საუკუნეებშიც აკურთხებდნენ იმპერატორებად ტრაპიზონელ კომნენოსებს.

დიდ კომნენოსთა ტიტული და სიმბოლიკა

მაშინდელ პოსტბიზანტიურ სივრცეში, რეა ლური ძალაუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, არანაკლები დაძაბულობით მიმდინარეობდა ქიშპობა საიმპერატორო სიმბოლოებისა და ავტორიტეტისთვის, რადგან ბიზანტია თავისი არსებობის მანძილზე ხშირ შემთხვევაში ძალიან წარმატებულად იყენებდა ხოლმე ე.წ. “რბილ ძალას”.

ცნობილია, რომ კომნენოსებმა 1212 წლამდე საკუთარ გვარს წინ დაუმატეს ეპითეტი “მეგას” (“დიდი”), რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ იმპერატორულ წარმომავლობას.

შეიცვალა კომნენოსთა ტიტულიც. ტრაპიზონის იმპერიის დაარსებისას მათი ტიტული იყო “რომაელთა იმპერატორი და თვითმპყრობელი”, რითაც გაცხადებული იყო მათი ბიზანტიური საიმპერატორო პრეტენზიები.

კომნენოსები ამ წოდებას ათწლეულების მანძილზე ატარებდნენ და მხოლოდ მას შემდეგ ამოიღეს ტიტულატურიდან, რაც საბოლოოდ თქვეს უარი კონსტანტინოპოლში ძალაუფლების აღებაზე. ეს მოხდა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც ტრაპიზონის იმპერიამ უფრო ლოკალური სახე მიიღო. ამ პერიოდიდან მათ ეწოდებოდათ “იმპერატორი და თვითმპყრობელი სრულიად აღმოსავლეთისა, იბერიელთა და ზღვისიქითა მიწებისა”. თუმცა, ბიზანტიელები ამ ტიტულსაც არ აღიარებდნენ. ტიტულს რომ თავი დავანებოთ, შესაბამისი ტანისამოსის ტარებაზეც კი ღიზიანდებოდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ როდესაც ტრაპიზონის იმპერატორი იოანე II 1282 წელს კონსტანტინოპოლს ეწვია, მას, ფაქტობრივად, ძალით გახადეს წითელი წაღები და შავები ჩააცვეს, რადგან, ტრადიციულად, წითელი წაღების ტარება მხოლოდ იმ პერატორის პრეროგატივა იყო და ბიზანტიელების აზრით, დედამიწაზე არ შეიძლება ერთზე მეტი იმპერატორი ყოფილიყო.

კომნენოსთა ტიტულში “აღმოსავლეთი” მოიცავდა ყველა იმ ტერიტორიას, რომელსაც ისინი ფლობდნენ ან რომელზეც შეიძლება ჰქონოდათ პრეტენზია აღმოსავლეთში, ხოლო “ზღვის იქითა მიწებში” იგულისხმებოდა ყირიმში მდებარე ტრაპიზონული სამფლობელოები.

ახალ ტიტულში ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კომნენოსები “იბერიელთა (ანუ ქართ ველთა) იმპერატორებად” მოიხსენიებიან, რაც იქ მრავალრიცხოვანი ქართველური (ჭან-ლაზები და ხალიბები) მოსახლეობის არსებობამ განაპირობა.

კომნენოსები სიმბოლოებისთვისაც იბრძოდნენ და ამ ბრძოლის შედეგია, რომ XIII საუკუ ნეში მათ კონსტანტინოპოლის აია-სოფიის საპირწონედ ააგეს ტრაპიზონის ულამაზესი აია სოფია, XIV საუკუნეში კი განაახლეს მთებში ნაკვეთი სუმელას მონასტერი. ამ და კომნენოსების მიერ აგებულ სხვა ტაძრებზე ცხადად იგრძნობა ქართული არქიტექტურის გავლენა. მათ დღე საც განცვიფრებაში მოჰყავთ მნახველები.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ 1204 წლის ლაშქრობა და ახალი სახელმწიფოს დაარსება “ოქროს ხანის” საქართველოს ძლიერებაზე მეტყველებს – იმ დროს ქართველებს, სამხედრო ძალასთან ერთად, ძლიერი პოლიტიკური ნებაც ჰქონდათ.

მთელი XIII საუკუნის განმავლობაში არასოდეს დამდგარა ტრაპიზონის იმპერიის ორიენტაციის საკითხი – იგი, ფაქტობრივად, საქართველოს პროტექტორატი იყო. მხოლოდ კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნების გაძევების, ბიზანტიის შედარებითი მოძლიერებისა და, ამის პარალელურად, საქართველოს დაშლა-დასუსტების შემდეგ, XIV საუკუნეში, დაიწყო ბრძოლა პროქართულ და პრობიზანტიურ დასებს შორის. ქართული სამთავროები (დასავლეთი საქართველო, სამცხე-საათაბაგო) დამოუკიდებლადაც კი შებრძოლებიან ტრაპიზონში ბიზანტიურ გავლენას.

საქართველოს ინიციატივით ჩამოყალიბებული იმპერიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია იყო ბუნებრივი ხიდის როლის შესრულება საქართველოსა და დასავლეთს შორის, ასევე, ბუფერისა – კავკასიასა და ანატოლიას შორის. იგი ხშირად იყო ერთადერთი რეალური დამაკავშირებელი გზა საქართველოსა და ევროპას შორის. ამასთან, ფაქტობრივად, მისმა არსებობამ სრულად გააუვნებელყო ბიზანტიისა და სელჩუკებისგან საქართველოსკენ მომდინარე საფრთხე. ტრაპიზონის იმპერიამ, ბიზანტიასთან შედარებით, უფრო დიდხანს გაუწია წინააღმდეგობა ოსმალეთის იმპერიასაც. ბიზანტიამ 1453 წელს შეწყვიტა არსებობა, ტრაპიზონის იმპერიამ კი 1461 წლამდე (სულ 257 წელი) იარსება.

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.