USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
ზურაბ ბათიაშვილი - ერთ-ერთ თავის ქალას დაარქვეს სოლომონ მეფის სახელი და საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით გადმოასვენეს.
თარიღი:  2906

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბათიაშვილი, მეფე სოლომონ II-ის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნაწყვეტს მისი წიგნიდან "ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში." 

"თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ ამ ნაწყვეტს:

"მთელი საქართველოს ისტორია ხომ ერთი დიდი ტრაგედიაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგ უარესი ტრაგიზმი სდევდათ თან.

რუსების მიერ დაპატიმრებულმა უკანასკნელმა ქართველმა მეფემ სოლომონ II-მ ციხიდან გაქცევა და ტრაპიზონში დამკვიდრება მოახერხა იმ იმედით, რომ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებდა.

მაგრამ 1815 წელს იქვე გარდაიცვალა. იგი ტრაპიზონის წმ. გრიგოლ ნოსელის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს და მის საფლავზე მდიდრული ეკვდერი ააგეს.

წმ. გრიგოლის სახელობის ეკლესია და სოლომონის საფლავის ეკვდერი

საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისას ზოგიერთმა "პოლიტიკოსმა" ამ თემით ქულების დაწერა გადაწყვიტა და სოლომონის ნეშტის გადმოსვენების მიზნით 1990 წლის შემოდგომაზე ტრაპიზონში ჩავიდნენ.

მაგრამ ტრაპიზონში ჩასულ ქართველებს ადგილზე აღარც საფლავი დახვდათ და აღარც ეკლესია. 1930-იან წლებში ის ადგილი ააფეთქეს და სანაპიროდან ქალაქის ცენრამდე (მეიდანი) დამაკავშირებელი გზა გაიყვანეს.

ბუნებრივია, ამ ცენტრალურ გზას მათ არავინ გაათხრევინებდათ (აზრიც არ ჰქონდა, რადგან იქ უკვე მთელი კლდე იყო მოჭრილი), მაგრამ არც ბოლომდე მოიმდურეს და იქვე ახლოს მდებარე სკოლის ეზოში პატარა სკვერის გათხრის უფლება მისცეს.

ტრაპიზონი კი უძველესი ქალაქია (დაარსებულია ძვ.წ. 756 წ.) და სავსეა ისტორიული ნაშთებით. ამიტომ, როგორც თვითმხილველი, ცნობილი თურქოლოგი ნოდარ ჯანაშია იხსენებს, გათხრისას სკვერში იპოვეს ერთად ჩაყრილი 5 თავის ქალა და ძვლები. აქედან ერთ-ერთი ქალა აარჩიეს (ძვლებს ვერაფერი გაუგეს და შეეშვნენ), დაარქვეს სოლომონი და საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით გადმოასვენეს.
ცხადია, დღეს DNA-ს ანალიზი რომ ჩატარდეს, ადვილად გამოჩნდება, რომ ამ თავის ქალის პატრონს არავითარი კავშირი არ აქვს ბაგრატიონებთან.

არც სოლომონის საფლავზე მდგარი მდიდრული ეკვდერის კვალი ან საძირკველი უნახავთ სკვერში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი სულ სხვა ადგილას მდებარეობდა.

ამხელა ტყული კი ითქვა და შემდეგ მთელი ქვეყანა დააჯერეს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ერთდღიანი პიარისთვის.
საქართველოს ეკლესიამ სოლომონი წმინდანად შერაცხა.

დღეს კი მისი გარდაცვალებისა და ხსენების დღეა."

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის