USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
ზურაბ აზარაშვილი: 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
Date:  516

2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები 500 000 000 ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები საზოგადოების განსაკუთრებული ჯგუფია, მათი უფლებების რეალიზებას მთავრობა სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით და პროექტებით ახორციელებს. 2015 წლიდან „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში დაწესებულია ბავშვის ბენეფიტი. 2022 წელს ეს თანხა 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლის ივლისიდან კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვები ნახევარ მილიარდ ლარამდე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურებები. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 15 მლნ ლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა პარლამენტში, ბავშვების უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, მაღალ სტანდარტს აწესებს ბავშვთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way