USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ზურა ბატიაშვილი - ცნობილი ხდება ბელგოროდის პოლიგონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები, რომელსაც 32 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა
თარიღი:  717
საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ზურა ბატიაშვილი, თავის ფეისბუკის გვერდზე ბელგოროდის პოლიგონზე, რუს სამხედროებს შორის გამართულ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს:
"ცნობილი ხდება ბელგოროდის პოლიგონზე მომხდარი ინციდენტის დეტალები, რომელსაც 32 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა:
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სამხედრო ნაწილში მყოფმა სამმა ჯარისკაცმა (1 აზერბაიჯანელი, 1 დაღესტანელი და 1 ადიღეელი) განაცხადეს, რომ ეს არ არის მათი ომი და უნდოდათ წასვლის შესახებ რაპორტების დაწერა.
როდესაც ეს ამბავი ნაწილის უფროსმა პოდპოლკოვნიკმა ლაპინმა გაიგო (სურათზე სწორედ ისაა), მოაწყო ჯარისკაცები და საჯაროდ გამოლანძღა ისინი. იქვე თქვა, რომ ეს არის “წმინდა ომი”.
ამაზე ტაჯიკებმა უპასუხეს, რომ წმინდა ომი მაშინ არის, როდესაც მორწუმეები იბრძვიან ურწმუნოების წინააღმდეგ. ამაზე ლაპინმა მიუგოთ: “ე.ი. ალაჰი არის მშიშარა, თუ ის არ გაძლევთ უფლებას, იბრძოლოთ იმ მხარეს, რომელსაც ფიცი მიეცით.” ამაზე ტაჯიკები გამოენთნენ, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა, მაგრამ ინციდენტი იქ მალევე ჩაცხრა.
ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები სასროლეთზე გადავიდნენ, ტაჯიკებმა ნაწილში მყოფ მუსლიმებს შესძახეს გაიწიეთო და დაუშვეს ლაპინსა და გარშემო მყოფებს. ლაპინი და მასთან მყოფები (სულ 30 რუსი სამხედრო) ადგილზევე დაიხოცნენ. ბევრიც დაიჭრა.
2 ტაჯიკი საპასუხო ცეცხლით მოკლეს, რომელიც საწყობში მყოფმა რუსმა ოფიცერმა გახსნა. მესამე ტაჯიკი მხარში დაჭრეს, მაგრამ მან ნაწილიდან გაქცევა მოახერხა.
ეს აქამდე მომხდარი ყველაზე გახმაურებული შიდა ინციდენტია ამ ომის მიმდინარეობისას.
მაგრამ რუსულ ჯარში არსებულ განუკითხაობის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, მსგავსი ამბები და კიდევ უარესები მოხდება მომავალში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით!"
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის