USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს
дата:  585

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.

გავრცელებული ცნობით, მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.

შსს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 141-ე მუხლითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати