USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
თბილისი
ჟიგიმანტას პავილიონისი: ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ
თარიღი:  549

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისი ომი აქვს. ამის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, ვოვანთან და ლექსუსთან ილაპარაკა.

ერთ-ერთმა პრანკერმა თავი ალექსეი ნავალნის თანამოაზრედ, ლეონიდ ვოლკოვად გაასაღა.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტს, კრის უოკერს ვკითხე, თუ რა იქნებოდა „დემოკრატიის“ სამიტის მთავარი თემები. მან მიპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნების კოლეგებთან გვაქვს საუბარი. ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პოლიტიკა... როგორც კუბილიუსი განაზოგადებს, ეს არა პუტინის, არამედ დემოკრატიის შესახებაა. თუ როგორ მოვაბრუნოთ ეს ახალი ენერგია, მათ შორის ბაიდენის ენერგია დემოკრატიულ ან ევროპულ რუსეთზე. არსებული ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, საცოდაობაა. გუშინ კარა-მურზას ვესაუბრე. ის კვირას მეწვევა. მან კარგი იდეები ჩამიდო თავში, რასაც დღეს კოლეგებთან ერთად განვიხილავ.

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტს, კრის უოკერს ვკითხე, თუ „დემოკრატიის“ სამიტის მთავარი თემები რა იქნებოდა. მან მიპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ. ეს იგივეა. კარა-მურზა მეუბნება, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიაა, მაგრამ როდესაც მას ვკითხე, კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება. თუმცა როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობ, უფრო რთულია. ახლა ყველა ფონდი მოსკოვიდან ვილნიუსში ან სხვა ქვეყნებში გადადის, რომლებიც თქვენს დემოკრატებს ეხმარებიან. ეს ნორმალურია. შეიძლება უფრო მეტი სამუშაოა საჭირო.

„რადიო თავისუფლებაც“ ამბობს, რომ პუტინი მათ მოსკოვიდან დევნის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვაახლოთ ეს მექანიზმები. სტუდენტები? ვიზები? შესაძლოა. თუმცა, რუსებს თუ ვიზებს გაუხსნი, აქეთ „ფსბ“ ჩამოვა. ასე მარტივიც არ არის. ამიტომაც საუკეთესო ინსტრუმენტები უნდა გამოვნახოთ, თუ როგორ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - ამბობს პრანკერთან საუბარში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი ჯერ გონზე არ მოსულა და ვაშინგტონი მხოლოდ ახლა ხდება ვაშინგტონად.

„2008 წლამდე, ბუქარესტის სამიტამდე ვგრძნობდი, რომ ამერიკელები დემოკრატიასა და თავისუფლებაზე მუშაობდნენ, რომ მკაფიო მიზნები ჰქონდათ, თუმცა ობამასა და ტრამპის დროს ეს გაქრა. ერთიც და მეორეც რაღაცას აკეთებდნენ, თუმცა იდეოლოგია არ იყო. ერთგვარი რეალ-პოლიტიკი იყო. ძლიერი ადამიანი. პუტინი ძლიერია, ჩრდილოეთ კორეა ძლიერია, ივანიშვილი ნორმალურია, მოდი ვიმუშაოთ - ეს ჩემს ნერვებზე მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ის გუნდი, რომელიც ახლა ვაშინგტონში მოვიდა, სხვანაირია. უფრო რეიგანის სტილისაა. თუ თქვენ, ამერიკელები ნორმალურები ხართ, მაშინ ნატოს გაფართოება უკრაინასა და საქართველოში, ნორმალური არჩევნები ბელარუსში და მაშინ ის, რასაც შენ რუსეთზე ამბობ, ანუ კრემლის რეჟიმის მარწუხებში მოქცევა. კრემლი უკვე ვაშინგტონშია. ის უკვე კაპიტოლიუმის შტურმს ახორციელებს. ის უკვე ამერიკის პრეზიდენტს ირჩევს. არ ხედავთ ამას? ჩინეთი სხვა ისტორიაა. ეს ხანგრძლივი ისტორია იქნება, ხოლო რუსეთი ხანგრძლივი ისტორია არ იქნება.

კრემლთან ამ ფულის საკითხზე მკაფიოდ უნდა ვიმუშაოთ. რაც შენ ბრძანე, საინტერესო აზრია - თუ როგორ უნდა მივიდეს დახმარება თქვენს ხალხამდე. ბრიუსელში არის ორგანიზაცია European Endowment for Democracy. ამ ორგანიზაციას კარგი ინსტრუმენტები აქვს. რუსეთის შემთხვევაში, ამის უკეთ გამოყენება შეიძლება, რადგან დღემდე ამ ორგანიზაციის ინსტრუმენტები სხვა ქვეყნებისთვის გამოიყენება. ამერიკელებთან შეიძლება მუშაობა ამ საკითხზე. იგივე „ამერიკის ხმა“ ან „რადიო თავისუფლება“, ან არსებობდა ევროპაში რუსული ტელევიზიის შექმნის იდეა, რომელიც რუსულ ენაზე სიმართლეს გაავრცელებდა. ეს ცივი ომის პერიოდის ინსტრუმენტებია, რომელიც ლიეტუვამდე აღწევდა. მამაჩემი უსმენდა ამას და ახლა თავისუფალი ვართ და კარგად ვცხოვრობთ.

როდესაც მათ შევხვდებით, ამ რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზულ სამუშაოზე ვისაუბრებთ, რათა მარწუხებში მოვაქციოთ. ეს უცებ არ გამოვა, თუმცა ნელ-ნელა გამოვა. რაღაცას მოვიგებთ. დემოკრატიულ ევროპულ რუსეთზე სტრატეგია არ გვაქვს. რუსეთს ჩვენთან მუშაობის სტრატეგია აქვს. ამერიკელებს ვკითხავთ. ჩვენ უკვე ვიცით პასუხები ბელარუსის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხებზე, მაგრამ რა ხდება რუსეთზე? ხედვა გაქვთ? თუ პუტინთან ითამაშებთ კიდევ“, - აცხადებს პავილიონისი.

აქ საუბარში ისევ პრანკერი ერთვება და ამბობს: „რასაც ახლა ვხედავ, მათ თავიანთი ძალები ტიხანოვსკაიაზე მიმართეს. არ ვამბობ, რომ ცუდია. ამის წინ მითხრეს, რომ ის „გუჩის“ ბუტიკში შენიშნეს. ადამიანი, რომელიც ბრძოლით უნდა იყოს დაკავებული, თავის თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მისცემს. საქართველოზე სწორად ბრძანე. საქართველო თავის თავს არ ეკუთვნის მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აირჩია. ანუ, სწორ გზაზე დადგნენ. საქართველო ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის. ამიტომაც ივანიშვილს მანდ ასეთი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, როგორც ახლა აქვს“.

„რა თქმა უნდა, კარგად თქვი ეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. პრიორიტეტები უნდა დავინახოთ. ჩვენთვის ბელარუსი ეგზისტენციალური საფრთხეა. კონფლიქტი სულ რაღაც 30 კილომეტრში შეიძლება გაჩაღდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. თუმცა, რუსეთი ბელარუსს რომ შევადაროთ, თქვენთან პროტესტი, სულ მცირე, ხუთჯერ ნაკლებია. მარტო მინსკში იმდენი ადამიანი გამოვიდა, რამდენიც მთელ რუსეთში. საჭიროა სტრატეგიულად მოქმედება. ეს წელი ბელარუსის წელია. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ. ის, რომ კარა-მურზა ჩამოდის, კარგი ნიშანია. უნდა გესმოდეთ, თუ ხალხი ბელარუსში გაიმარჯვებს, ეს დიდი შთაგონება იქნება თქვენთვის. ჩვენ ლიეტუველები ფოკუსირებული ვიქნებით ბელარუსზე, უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე.

არსებობს იმედი, რომ ბაიდენთან ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ. რეიგანმა გააკეთა ეს ჩვენთვის. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიაა, რომ კომუნიზმი უნდა დაეცეს. იქნება თუ არა ბაიდენი ახალი რეიგანი, რომელიც ამას იტყვის? ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პუტინმა ამერიკაში გააკეთა, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ამის საფასური უნდა გადაიხადოს. უნდა შევთანხმდეთ ამერიკელებთან, რომ ეს ასეა. თუ ისინი ამას იტყვიან, მაშინ შეგვიძლია ევროპაში ვიმუშაოთ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ კალაპოტში არიან, პოლონელები ვერ იტანენ რუსულ იმპერიალიზმს. თუ ბერლინში „ქრისტიანულ/მწვანე“ კოალიცია იქნება, ვფიქრობ, მათთან მუშაობა შესაძლებელი იქნება.

მერკელი მიდის. ეს მცირე ტრავმა იქნება, თუმცა თუ „მწვანეები“ მოვლენ, ისინი ავტოკრატებს ვერ იტანენ. თუ ისინი საგარეო უწყებას ჩაიბარებენ, შესანიშნავი იქნება. ასევე საჭირო იქნება ფრანგებთან მუშაობა. თუმცა თუ გერმანია, ჩრდილოეთ ევროპა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ბრიტანეთი, ამერიკა ჩვენთან იქნებიან, საფრანგეთთანაც შვთანხმდებით. არსებობს ამის იმედი. თუმცა ყველაფერი მაინც ვაშინგტონში დაიწყება“, - პასუხობს პავილიონისი.


პრანკერი ინტერესედება აქვს თუ არა კონტაქტები პავილიონისს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, სენატორ მენენდესთან.


„კარგი კონტაქტები მაქვს კონგრესთან. ვაშინგტონში კონგრესი სიწმინდეა. ადმინისტრაციაზე უფრო მეტია. შემიძლია დაგაკავშირო კუბისა და ლათინურ „მაფიასთან“ (შენიშვნა: იგულისხმება წარმოშობით კუბელი და ლათინო სენატორები). ეს ლობისტური ჯგუფია, რომელიც კონგრესში სიძლიერით მეორეა. მათ შორის მენენდესიცაა. ბალტიისპირეთის ჯგუფი უფრო მცირეა, მაგრამ მანდ ძალიან გავლენიანი ჩიკაგოელი სენატორი დურბინია. ის ობამასთვის ნათლიმამასავითაა. როგორ გააკეთა სააკაშვილმა ეს? როდესაც ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, ობამა სააკაშვილს ვერ იტანდა. მაშინ ქართული დიპლომატია, თემურ იაკობაშვილი, ღმერთო ჩემო, მათ ვაშინგტონი აიღეს. არ არსებობდა ადგილი, სადაც საქართველოს არ განიხილავდნენ. სადღაც 6-12 თვეში ობამას სააკაშვილი შეუყვარდა. ვერ ვიჯერებდი. ეს იყო ქართული ღვინო, ქართული სამზარეულო. ასეთი ლობის შექმნაა საჭირო. დიდ „სინკ ტენკებთანაა“ საჭირო საუბარი, რომლებსაც გავლენა აქვთ. აი კარლ ჰერშმანი, ის უკვე პენსიაზე გადის. აგერ ჩემს სურათზე დგას. ის უკვე მიდის, თუმცა ის რეიგანმა დატოვა. ის ღმერთი და მეფეა. საჭიროა საუბარი მასთან. ვაშინგტონში წასვლაა საჭირო. შემიძლია მენენდესთან შეხვედრა მოგიწყო. სხვებთანაც კონტაქტი საჭიროა. იგივე რიოტგენი, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატი. საუკეთესოა გერმანიაში. ეს დიდი ინსტრუმენტია. გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა ჩვენ შეგვქმნეს, მე შემქმნეს. მე მათი პროდუქტი ვარ. ეს დიდი ძალაა. მწვანე ფონდიც. მოკლედ ჩემს გუნდთან უნდა დაგაკავშირო, რომლებთან მე ბელარუსის, საქართველოს და ა.შ. საკითხებზე ვმუშაობ. თუმცა ეს დიდი სამუშაოა. საჭიროა სტოკჰოლმში წასვლა და საუბარი. 2-3 წელი ვმუშაობდი, რომ მათ ეს ბელარუსისთვის გაეკეთებინათ. ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ. ივანიშვილზე ვამბობ. ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს, ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოში და ა.შ. ავტოკრატიებთან ნორმალურად ვიბრძვით თუ არა? რას ვშვრებით? ტვინი თუ ძალა არ გვაქვს? კრემლი მათ მუხლებზე დააყენებს? არ ვშვრებით ამას? რატომ“, - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.

პრანკერი პავილიონისს პასუხობს, რომ მთავარია, რომ მათ პრეზიდენტს ესმოდეს.

„არ მიაქციო ყურადღება. ახლა მთავრობა ჩვენ ვართ. ინგრიდა, ჩემი პრემიერი, ჩემნაირად ფიქრობს. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩემნაირად ფიქრობს. ჩვენ ყველაზე დიდი პარტია ვართ. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. პრეზიდენტი სიმბოლურია. იგი ამის წინააღმდეგ არ გამოვა. შეიძლება რამე ისე არ თქვას, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო“, - აცხადებს პრანკერთან საუბარში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

წყარო:imedinews.ge

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.