USD 2.6740
EUR 3.1505
RUB 3.4942
თბილისი
ზღვისუბნის მე-10 კვარტლის N38ა-ბ საცხოვრებელ კორპუსებში წყალარინების ქსელი იცვლება
თარიღი:  287
ზღვისუბნის მე-10 კვარტლის N38ა-ბ საცხოვრებელ კორპუსებში წყალარინების ქსელი იცვლება.
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-10 კვარტლის N38 ა-ბ კორპუსებში წყალარინების ქსელი იცვლება. საერთო ჯამში, განახლდება 250 გრძივი მეტრი გაყვანილობა. ასევე, მონტაჟდება 11 საკანალიზაციო ჭა.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობა მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში, ჯამში, 87 000 ლარია გათვალისწინებული.
 
საზოგადოება
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის