USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
"ზეწოლა ადგილობრივ წარმოებაზე... მერია "ბიუ-ბიუს" ჯიხურების მაღაზიებით ჩანაცვლებას არ გვაცდის" - ვაშაკიძე
თარიღი:  723

ქათმის ხორცპროდუქტების ადგილობრივ მწარმოებელ კომპანია „ჩირინას“ თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით დარჩენილი 17 ჯიხურის აღებას სთხოვს, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა და ფაქტი „კომპანიაზე ზეწოლის უნიკალურ შემთხვევად“  შეაფასა.

„ჩვენ თავიდანვე ის ინფრასტრუქტურა ავირჩიეთ, რომელიც მოსახლეობისთვის იყო მისაღები. პატარა მაღაზიები, ჯიხურები, სადაც ადამიანი მიდიოდა და პირდაპირ ყიდულობდა ქათამს. ეს სისტემა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში წარმატებული იყო. ეს წარმატებული პროექტი იყო და მზარდი გაყიდვები გვქონდა, მაგრამ დაახლოებით 3 წლის წინ ჩვენი ურთიერთობა თბილისის მერიასთან გაუარესდა და ამ ჯიხურების აღება მოგვთხოვეს. მორალურად თანახმა ვიყავით ჯიხურების აღებაზე და ეს პროცესი ჩვენ მაშინვე დავიწყეთ, შესაბამისად, დასაწყისში თუ 37 ჯიხური გვქონდა, დღეს 17 ჯიხურია დარჩენილი. სადღეისოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა და მერია დარჩენილი 17 ჯიხურის დაუყოვნებლივ აღებას გვთხოვს, რაც გაყიდვებში დასაქმებული ადამიანების გათავისუფლებას გამოიწვევს და წარმოებაც შემცირდება.

ამ ზეწოლის მიზეზი მე ვერ გავიგე, რადგან ქალაქში სხვა ჯიხურების რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენი ჯიხურის ადგილას სხვა ჯიხური დაიდგა. მიზეზი ჩემთვის გაუგებარია და ალბათ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს, რადგან ეს შეზღუდვა რომ არ ყოფილიყო, წარმოების გაზრდას უფრო მეტად შევძლებდით და უფრო მეტი დასაქმებული გვეყოლებოდა, უფრო მეტი გადასახადი შევიდოდა სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აცხადებს ვაშაკიძე.

„ჩირინას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის მიმართვაზე ეს მოთხოვნა, რომ წლის ბოლომდე გადავადებულიყო, თბილისის მერიამ არ დააკმაყოფილა. ჯამში კი კომპანიას დროებით, თუმცა მაინც დასაქმებულების გათავისუფლება მოუწევს.

„ჩვენი თხოვნა იყო მერიისადმი, რომ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, ჯიხურების აღების ვადა წლის ბოლომდე გაეგრძელებინა. პასუხი - უარყოფითია. ამ ყველაფერს ჯამში შეიძლება 80-მდე თანამშრომლით შემცირება მოყვეს დისტრიბუციაში, წარმოებაში კი 200-250 ადამიანით შემცირდება. ეს დროებითი იქნება, რადგან წლის ბოლოსთვის ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ და გავხსნით მაღაზიებს“, - აცხადებს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

რევაზ ვაშაკიძე იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესში ბიზნესის გამართული ფუნქციონირება უნდა იყოს, რადგან სწორედ „ჩირინას“ მსგავს კომპანიებს შეაქვთ თანხები ბიუჯეტში, რითიც სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტებიდან აღებულ ვალებს ფარავს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ საკითხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს.

„ჩვენ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში ყველაზე დიდი ინვესტორი ვართ. 2012 წლიდან დღემდე 265 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენ ფინანსური რესურსი მოზიდული გვაქვს საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. იგივე მერია ამ ინსტიტუტებიდან ინსტიტუტებიდან იღებს ვალებს, რომელსაც ჩვენნაირი კომპანიები იხდიან. წლების განმავლობაში დაახლოებით 20 მლნ ლარზე მეტი შეგვაქვს ბიუჯეტში. ახლა ქონების გადასახადის პერიოდი მოდის და 15 რიცხვისთვის 1.5 მლნ ლარი უნდა გადავიხადოთ.

ეს კომპანიაზე ზეწოლის უნიკალური შემთხვევაა. საკითხით მერიის სამსახურები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

 

BM.GE-მ საკითხზე უკვე მიმართა თბილისის მერიას და განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის