USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
ზემო ფონიჭალაში ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული ლიფტი დამონტაჟდა
თარიღი:  542
კრწანისის რაიონის გამგეობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას აგრძელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კრწანისის რაიონში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული ლიფტი დამონტაჟდა. ამასთან ერთად, სადარბაზოს შესასვლელთან დაიგო ასფალტის საფარი და გაკეთდა დახრა, რათა გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული იყოს. სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 44 000 ლარი გამოიყო.
აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე წელს მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი, რისთვისაც 241 666.25 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ დავით კაჭარავასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის