USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ზელენსკიმ რადას "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა
თარიღი:  846

უკრაინის პრეზიდენტმა რადას "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა - როგორც უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, "გამარჯვების გეგმა" ომის დიპლომატიური დასრულების "ხიდია", რადგან მისი სისრულეში მოყვანა რუსეთს მოლაპარაკებების წარმოებასა და აგრესიაზე უარის თქმას აიძულებს. 

ზელენსკის მიერ წარდგენილ გამარჯვების გეგმას უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

ზელენსკიმ გეგმის ხუთი პუნქტი დაასახელა:

პირველი - უკრაინის ნატოში ომის დასრულებამდე მიწვევაა.

მეორე - სამხედრო ოპერაციები. ზელენსკის თქმით, აუცილებელია "ომი რუსეთს დაუბრუნდეს", რამაც, მისი აზრით, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელება რუსეთის რიგ ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღზე და უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები.

მესამე -  სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განლაგებას, რამაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა აიძულოს რუსეთი დაიწყოს მოლაპარაკება. 

მეოთხე - უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების - კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას. 

მეხუთე -  უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად, კერძოდ, ევროპაში სამხედრო ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით შეცვლა.

 
 
 
 
თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის