USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა
дата:  711

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, შექმნან ანტიპუტინის კოალიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. საჰაერო სივრცის დახურვა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“, - წერს ზელენსკი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати