სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ, არა რამე პირად, არამედ მკაფიოდ ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული… რომელსაც სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი აქვს.
თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე სიცოცხლე არის დამოკიდებული, მაშინ, ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.