USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ზელენსკი - პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება
თარიღი:  745
"ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან ფრონტზე დუმილის იდეის საპასუხოდ - ის რეალურად ამზადებს უარს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა და ამიტომ მოსკოვში დუმილის იდეას ისეთი წინაპირობებით აყალიბებენ, რომ საერთოდ არაფერი გამოვიდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს. პუტინი ამას ხშირად აკეთებს - პირდაპირ არ ამბობს "არას", მაგრამ აკეთებს ისე, რომ აფერხებს ყველაფერს და გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი მორიგი რუსული მანიპულაციაა...
ჩვენ არ ვაყენებთ ისეთ პირობებს, რაც ართულებს საქმეს, ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს აყოვნებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება, არის რუსეთი. მათ ომი სჭირდებათ. პუტინმა მოიპარა წლების მშვიდობა და აგრძელებს ამ ომს. ახლა მასზე ზეწოლა გვჭირდება. ჩვენ უნდა შემოვიღოთ სანქციები, რომლებიც დაგვეხმარება.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთი დაასრულოს ომი" | ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის