USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ზელენსკი - პუტინი როგორც ცხოველი, ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად
თარიღი:  481

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებლობის შეგრძნება და ბევრმა უკრაინელმა დაკარგა ეგზისტენციალური საფრთხის შეგრძნება.

ზელენსკის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერით რუსული აგრესიისგან საკუთარ თავს იცავს და თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი დასავლეთს დაუპირისპირდება.

"პუტინი გრძნობს სისუსტეს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატოს, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინული საზოგადოებისა და მსოფლიოს მობილიზაცია, რომელიც ომის დასაწყისში იყო, დღეს არ არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.

"მობილიზაცია არ არის მხოლოდ ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა. ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მთელი ძალისხმევის მობილიზება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია, რისი გაკეთებაც უკრაინელს ახლა შეუძლია, არის უკრაინაში ყოფნა, დასავლელი პარტნიორებისთვის კი - უკრაინასთან ყოფნა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის