USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ზელენსკი - არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს
Date:  

დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად ევროპის ნამდვილ ფარად იქცა ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება ერთი ბზარიც იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მთელი ევროპის თავისუფლებისთვის და მადლობელია ყველა ქვეყნის, ვინც ეხმარება.

"დიდად ვაფასებთ პოლონეთის ისტორიულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენთან ერთად იქცა ევროპის ნამდვილ ფარად ზღვიდან ზღვამდე და ამ ფარში არ შეიძლება ერთი ბზარიც იყოს. არ დავუშვებთ, რაიმე პოლიტიკურმა მომენტებმა გააფუჭოს ურთიერთობა უკრაინელ და პოლონელ ხალხებს შორის და ემოციები აუცილებლად უნდა გაცივდეს. ჩვენი ერების თავისუფლება და კეთილდღეობა, ჩვენი ევროპული ღირებულებები და გამარჯვება საერთო რუს მტერზე ყველაზე მაღლა დგას", - აღნიშნა ზელენსკიმ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way