USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
ზანდა მსხვილაძე, ვარკეთილის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე - "გარიგებები იყო დადებული მაღალჩინოსნებთან"
თარიღი:  1176

ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ბაზრობის მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, ზანდა მსხვილაძე არ გამორიცხავს, რომ გუშინ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ხელოვნურად გაეჩინათ.

მისი თქმით, ბაზრის მსხვილ მეწილეებს პირადი ინტერესები აქვთ და სრული მონიპოლიზაციისთვის იბრძვიან.

ზანდა მსხვილაძე ბაზრობის 30%-ის მფლობელ თემურ პირველს პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირველმა აქციონერთა ნაწილი თავიდან მოიშორა და წილები იძულებით დაათმობინა.

მსხვილიძე ამბობს რომ ბაზრის მსხვილ მოწილეებს ადგილზე ახალი ბაზრობის მშენებლობის დაწყება სურდათ.

"აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, უნდა შევიდეს ფინანსური. უამრავი დარღვევა არსებობს და უნდათ გადაფარონ. დავები გვაქვს ფინანსურ საკითხებზე... მათ უნდათ მოასუფთაონ მითვისებული თანხები"- ამბობს ბიზნესმენი.

მისი თქმით, მსხვილ აქციონერებს გარკვეული გარიგება აქვთ და ბაზრის ტერიტორიაზე კომერციული მშენებლობის მაკეტიც კი არსებობს:

"არსებობს მაკეტიც, რამდენიმე სართული მიწის ქვეშ, ობიექტები კომერციული და საცხოვრებელი სახლები. ჩვენ კი მცირე მეწილეები პროკურატურაში მერიაში დავდიოდით ვუსაჩივრებდით ამ გადაწყვეტილებებს, რომ ეს მშენებლობები მათ არ უნდა ეწარმოებინათ. ვიცოდით, რომ გარიგებები იყო დადებული მაღალჩინოსნებთან, წილები ჩვენც ფორმალურად გვეწერა, სინამდვილეში საქმის მოგვარების ხარჯზე უკვე გასხვისებული იყო"- ამბობს მსხვილიძე, რომელიც ბაზრობის 10%-ს ფლობდა.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ პირველმა მას წილი იძულებით დაათმობინა.

 
მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის