USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ზახაროვა: რუსეთი უკრაინის მიმართ თავის პოზიციას სხვა მხარეების ძალისხმევის ხარჯზე არ აყალიბებს
თარიღი:  758

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
ზახაროვა: რუსეთი უკრაინის მიმართ თავის პოზიციას სხვა მხარეების ძალისხმევის ხარჯზე არ აყალიბებს

რუსეთი თავის პოზიციას აყალიბებს არა რაღაც შეთანხმებებით ან ზოგიერთი მხარის ძალისხმევით საზღვარგარეთ, არამედ დამოუკიდებლად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში განაცხადა, საუდის არაბეთში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტირებისას.

„რუსეთის ფედერაციის პოზიციის ფორმირება ხდება რუსეთის ფედერაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის მიერ“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინგლისურად მისცა ინტერვიუ სამ ამერიკელ ბლოგერს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის