USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება
თარიღი:  733
გლდანის რაიონის გამგეობა ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობას ასრულებს.
 
სამუშაოები 1600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სრულდება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოიხატა კედლები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.
 
ამჟამად სრულდება მოსასვენებელი პავილიონის მოწყობა, იღებება ღობეები. სკვერში ეწყობა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურაც.
 
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 460 130 ლარი დაიხარჯება.
 
სკვერის მოწყობის სამუშაოების დასკვნით ეტაპს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.
 
თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის