USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ყველაფრის მოსწრების მცდელობაში
თარიღი:  1235

ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ბევრი ინტერესი უჩნდებათ. რაც დრო გადისინტერესებისა და პასუხისმგებლობების რაოდენობა იზრდება,მაგრამ  დღის, კვირისა თუ წელიწადის ხანგრძლივობა უცვლელი რჩება. შესაბამისად, გროვდება ბევრი წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვერ ვასწრებთ, ბევრი განუხორციელებელი იდეა, ბევრი ონლაინ ტრენინგი, რომელსაც დროს ვერ ვუთმობთ...

დღეს ბევრი რჩევა და ტექნოლოგია არსებობს, რომლებიც დროის პროდუქტიულად და ეფექტიანად დაგეგმვაში გვეხმარებიან. თუმცა, inc.com-ის ბლოგერის, ჯესიკა სტილმანის აზრით, დროის რესურსის ნაკლებობას არავითარი მიდგომა არ შველის გარდა ერთისა: ადამიანებმა თვალი უნდა გაუსწორონ სიმართლეს  რომ არასდროს ექნებათ საკმარისი დრო გააკეთონ ყველაფერი რაც უნდათ ან რასაც გეგმავენ. მისი აზრით, ერთადერთი მიდგომა დაგვეხმარება რომ რთული დღის შემდეგ, არ გვქონდეს  გადაღლილობის განცდა და აღარ შეგვაწუხოს დანაშაულის გრძნობამ იმის გამო, რომ ჩვენი წასაკითხი წიგნებისა თუ სასურველი ონლაინ ტრენინგების სიას დიდი ხანია, ხელუხლებელი რჩება

ოლივერ ბარქმენი თავის სტატიაში ამბობს რომ დღევანდელმა საინფორმაციო და უფრო მეტად კი კონტენტის ერამ,  ბევრი წიგნი თუ პოდკასტი გახადა ხელმისაწვდომი. წასაკითხი წიგნებისა თუ მოსასმენი პოდკასტების სია,  ინდივიდის ინტერესების მიხედვით იზრდება. პარალელურად გაზრდილი სამუშაო დღის ფონზე, უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება საკუთარი თავისათვის და ჩნდება დანაშაულის გრძნობა,   სასურველი წიგნის წაკითხვას ან პოდკასტის მოსმენას დრო ვერ დავუთმეთ.

დანაშაულის გრძნობა ისეთ სურვილებზეც ვრცელდება როგორიცაა რაღაც ახლის სწავლა, სხვა პროფესიის ათვისება და ახლობლების ნახვაც კი. დღეს ტექნოლოგიები დროის უფრო ეფექტიანად დაგეგმვის საშუალებას გვაძლევენ, თუმცა, უნდა გავიაზროთ, ჩვენს ცხოვრებაში იმაზე ნაკლები დროა, ვიდრე ჩვენი ყველა სურვილის შესრულებისთვისაა საჭირო. ამის გააზრება და შემდეგ შეგუება, ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია. ოლივერ ბაქმენის აზრით, რეალობის  მიღება  საუკეთესო მექანიზმია დანაშაულის შეგრძნების შესამცირებლად. ავტორი გვირჩევს რომ  დავფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, რომელი პასუხისმგებლობა და მიზანია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მათი დღიური თუ წლიური რუტინა სწორედ ამ მიზნების გარშემო დავგეგმოთ.

 „ყოვლისშემძლეობაზე“ უარის თქმა რთული პროცესია. ალბათ, სტივ ჯობსისთვისაც რთული იყო ყოველ დილით, საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ მძიმე დაავადების გამო, მისი დრო შეზღუდული იყო. თუმცა,  რეალობის აღიარებამ და შეგუებამ, სწორი პრიორიტეტების განსაზღვრამ, სტივ ჯობსს  დიდი იდეების განხორციელების ენერგია მისცა.

ასე რომ, დროა ყველამ თვალი უნდა გავიუსწოროთ სიმართლეს- დრო საკმარისი არასოდეს გვაქვს,  შევარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები და ჩვენი შეზღუდული დრო სწორედ მათ განხორციელებას დავუთმოთ. ასეთი დამოკიდებულებით, შევამცირებთ გადაღლას,  დანაშაულის გრძნობას და ყველაფრის მოსწრების მცდელობასაც კი. როგორც ჯესიკა სტილმანი ამბობს, ასეთი აღიარება  ნებისმიერ კალენდარსა და პროდუქტიულობის მმართველ აპლიკაციაზე მეტად დაგვეხმარება.

წყარო: http://www.insource.ge/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის