USD 2.6563
EUR 3.0848
RUB 3.6654
თბილისი
ყოფილი "ზაკვოს" ადგილას $180-მილიონიანი ახალი საცხოვრებელი უბანი შენდება
თარიღი:  2462

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია CITYZEN ახალ პროექტს CITYZEN Central Park-ს ყოფილი "ზაკვოს" ადგილას, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის  ქუჩების კვეთაზე ახორციელებს. 

CITYZEN Central Park ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი ბიზნეს თაუერისაგან შემდგარი პრემიუმ კლასის პროექტია. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უპრეცედენტო მასშტაბია. პროექტის ჯამური საინვესტიციო ოდენობა 180 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მისი მაქსიმალური სართული 25 იქნება.

პროექტს უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა გამოარჩევს უნიკალური ლოკაცია; ექსკლუზიური ხედები; მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა.

„ჩვენ შემოგვაქვს დეველოპმენტის ახალი განზომილება. ესაა მდგრადი, ნაფიქრი და სისტემური განვითარება. მოხარული ვართ რომ ახალ, მასშტაბურ პროექტს ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით ვახორციელებთ, როგორც საქართველოს ბანკია. ჩვენი პროექტი ბევრი ასპექტით გამოირჩევა. ესაა ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე, ავტომობილებისგან თავისუფალი შიდა ეზო, ხელოვნური ტბა, ZEN სივრცე, იაპონური ბაღი, საბავშვო მოედანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი და მომიჯნავედ მდებარე კომერციული ზონები. მომავლის არქიტექტურას, მინიმალისტური და იმავდროულად ასიმეტრიული ფორმები ქმნის. სწორედ ეს კონცეფციაა გამოყენებული ჩვენი პროექტის დიზაინში, რომელიც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება. CITYZEN Central Park, კომპანიისთვის პირველი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობის პარალელურად კომპანია გეგმავს ზრდა–განვითარებას და სხვა დეველოპერული პროექტების წამოწყებას როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთაც“,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ტოგონიძემ.

„სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორც CITYZEN Central Park - ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც  ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის  კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის