USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში
თარიღი:  1036

ყირგიზეთში ხელისუფლება ოპოზიციამ ჩაიგდო ხელში, ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრად კი პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი, სადირ საფაროვი დანიშნეს, რომელიც 11-წლიან სასჯელს 8 წლის წინ ანტისამთავრობო აქციის დროს ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის გატაცებისთვის იხდიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის შეცვლის მიზნით ყირგიზეთის პარლამენტმა ბიშკეკის სასტუმროში საგანგებო სხდომა გამართა.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა BBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა პასუხისმგებლობა „ძლიერ ლიდერებს“ გადააბაროს. მისივე თქმით, დემონსტრანტების მიზანი არა არჩევნების შედეგების გაუქმება, არამედ მისი გადაყენება იყო.

ყირგიზეთში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ და მისი შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ისინი პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობებში შეიჭრნენ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და ყოფილი პრემიერი სადირ საფაროვი. გუშინ, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 700-მდე კი - დაშავდა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის